საინფორმაციო ცენტრში შემოსული შეტყობინების ბარათებიდან მონაცემების საინფორმაციო ბანკში შეტანის პროცესში გამოვლენილ იმ განმეორებით სამართალდარღვევებზე, რომლებიც იწვევენ სამართალდამრღვევის მიმართ გამოსაყენებელი პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას, ბარათის შევსების ხარვეზებზე ან რაიმე სახის უზუსტობებზე შესაბამისი უფლებამოსილი პირი ადგენს წერილს, სადაც მიუთითებს ყველა გარემოების შესახებ. თუ ბარათები შევსებულია კორექტულად, ხარვეზების გარეშე და წერილში ჩამოთვლილია მხოლოდ წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირები, წერილის მარჯვენა ზედა კუთხეში დაისმება შტამპი წარწერით „აყვანილია აღრიცხვაზე“, ხოლო შენიშვნების არსებობის შემთხვევაში – წარწერით „აყვანილია კონტროლზე“. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წერილის ადრესატი ვალდებულია გადაამოწმოს მითითებული შენიშვნები და უმოკლეს ვადაში დაზუსტებული ინფორმაცია წერილობითვე აცნობოს საინფორმაციო ცენტრს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.
მუხლი 10
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

