Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 68

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 68. წლიური და ნახევარი წლის ანგარიშების შედგენისა და გამოქვეყნების ვალდებულება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:გასვლის დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული ან აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან შეადგინონ და გამოაქვეყნონ წლიური და ნახევარი წლის ანგარიშები.

2.წლიური ანგარიში შედგენილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 15 მაისისა.  თუ საინვესტიციო ფონდის ფინანსური წელი კალენდარული წლისგან განსხვავდება, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს საინვესტიციო ფონდის წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს ამ საინვესტიციო ფონდის ფინანსური წლის დასრულებიდან 4 თვისა. ნახევარი წლის ანგარიში შედგენილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს მიმდინარე კალენდარული წლის 15 აგვისტომდე. თუ საინვესტიციო ფონდის ფინანსური წელი კალენდარული წლისგან განსხვავდება, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს საინვესტიციო ფონდის ნახევარი წლის ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან 2 თვისა.

3.წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს საბალანსო უწყისს ან აქტივებისა და ვალდებულებების ანგარიშგებას, ფინანსური წლის შესაბამის მოგება-ზარალის დეტალურ ანგარიშს, ფინანსური წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშსა და სხვა ინფორმაციას, რომელიც გათვალისწინებულია საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით ან რომელიც, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებლობას მისცემს ინვესტორებს, ინფორმირებულად შეაფასონ საინვესტიციო ფონდის საქმიანობის განვითარება და მისი შედეგები.

4.წლიური ანგარიში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა მოიცავდეს: ა) აქტივების მმართველი კომპანიისა და საინვესტიციო კომპანიის მიერ ფინანსური წლის განმავლობაში პერსონალისთვის გადახდილ, ფიქსირებულ და ცვლად ანაზღაურებად დაყოფილ ჯამურ ანაზღაურებას, აგრეთვე მიმღები პირების რაოდენობას და საინვესტიციო ფონდის მიერ უშუალოდ გადახდილ თანხებს (მათი არსებობის შემთხვევაში), წარმატების საკომისიოს ჩათვლით; ბ) ანაზღაურების ჯამურ ოდენობას ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლების კატეგორიების შესაბამისად; გ) გაცემული ანაზღაურებისა და სარგებლის დაანგარიშების მეთოდის აღწერას; დ) ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანაზღაურების პოლიტიკაში შეტანილ არსებით ცვლილებებს.

5.წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებში წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაცია მომზადებული უნდა იყოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების ან იმ ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, სადაც დაფუძნებულია საინვესტიციო ფონდი.

6.წლიურ ანგარიშში წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაციის აუდიტი ხორციელდება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღიარებული საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას ან საინვესტიციო კომპანიას ნება დართოს, წლიური ანგარიშის აუდიტი განახორციელოს იმ ქვეყანაში მოქმედი წესების მიხედვით, სადაც დაფუძნებულია საინვესტიციო ფონდი, თუ ეს წესები აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

წინა მუხლი 67შემდეგი მუხლი 69

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • IPO-სთვის მომზადება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 28

მიუთითებენ მასზე

მუხლი 66

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 65პროსპექტის, ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციისა და პერიოდული ანგარიშების გამოქვეყნების ვალდებულება
  • 67ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია
  • 69საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვების, განთავსებისა და გამოსყიდვის ფასების გამოქვეყნების ვალდებულება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 6საინვესტიციო ფონდის ვალდებულებანი
  • 5საინვესტიციო ფონდის განაცხადი
  • 4საინვესტიციო ფონდის შექმნის პროცედურა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 18საპენსიო ფონდის ანგარიშგება და ანგარიშვალდებულება
  • 31მონაწილის წინაშე წლიური ანგარიშგება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 11პერიოდული ანგარიშები და ანგარიშგების წარმოების მოთხოვნები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 39ინფორმაციის მიწოდება, გამოქვეყნება და გამჟღავნება

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 9ანგარიშგებების წარდგენა და გამოქვეყნება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 55სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11556549183128666567693968
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საინვესტიციო ფონდების …დაგროვებითი პენსიის შე…ფასიანი ქაღალდების ბაზ…ნებაყოფლობითი კერძო პე…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026