Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებმუხლი 52³

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 52³. საპენსიო ფონდის ზედამხედველობა

რედაქცია №67 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:საბანკო შესაბამისობაპირადი საგადასახადო დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) შეითანხმოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რისკის მართვის ჩარჩო და თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა პოლიტიკის დოკუმენტები; პერიოდულად შეამოწმოს საპენსიო ფონდის პოლიტიკის დოკუმენტების თავის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა; გ) თავისი საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში საპენსიო ფონდს მისცეს სავალდებულო მითითებები; დ) შეაფასოს საპენსიო ფონდის კომიტეტების შესაბამისი წესდებები და საქმიანობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტებისთვის მინიმალური სტანდარტი და პროცედურა დაადგინოს; ე) საპენსიო ფონდის მმართველობით საბჭოს მოსთხოვოს კომიტეტების შექმნა; ვ) მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თანამდებობიდან გაათავისუფლოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ზ) დაადგინოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმები და შეითანხმოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების დანიშვნა; თ) დაადგინოს იმ ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები რეიტინგი ან დამატებითი მოთხოვნები იმ ფინანსური ინსტრუმენტების ემიტენტების მიმართ, რომლებშიც საპენსიო ფონდმა შეიძლება ინვესტიცია განახორციელოს; ი) საპენსიო ფონდის მიერ ჩადენილი მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მას მისცეს სავალდებულო მითითება და ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს; კ) განახორციელოს საპენსიო ფონდის სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ლ) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც საპენსიო ფონდს უწევს მომსახურებას. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს; მ) აღიაროს სხვა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ნ) საპენსიო აქტივების სამართავად განახორციელოს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) და სპეციალიზებული დეპოზიტარის (დეპოზიტარების) ავტორიზაცია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ო) საქართველოში და საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის) დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები; პ) ადგილზე შეამოწმოს საპენსიო ფონდი, სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ჟ) საპენსიო ფონდს წერილობით მიაწოდოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია); რ) განიხილოს და გამოსცეს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ს) შეასრულოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ტ) საპენსიო ფონდს განუსაზღვროს და მის მიმართ გამოიყენოს შესაბამისი არაფულადი სანქციები თავის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; უ) განახორციელოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3264 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №3610 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №4326 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №62 · ძალაშია 1 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2009 – 6 აგვ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 52²შემდეგი მუხლი 52⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კაპიტალის ადეკვატურობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საპენსიო დანაზოგების დაბეგვრასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №67

  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52⁴საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა
  • 50მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობა
  • 48ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 19საპენსიო ფონდის საქმიანობის ზედამხედველობა
  • 7საპენსიო ფონდის უფლებები და მოვალეობები
  • 8საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციები

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 31საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში
  • 11საპენსიო დანაგროვის ინვესტირება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები
  • 51სამსახურის უფლებამოსილებები
  • 13საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 78საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
311152⁴504819787853511352³
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…არასახელმწიფო საპენსიო…ნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №67 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026