Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 198

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 198. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების (შემდგომ − რომის წესდება) შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად 1 კანდიდატის წარდგენის თაობაზე. ამ მიზნით საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეულ ერთ ან ერთზე მეტ კანდიდატს (შემდგომ − მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი).

2.მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის წარდგინება თანდართულ მასალებთან ერთად გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე.

3.პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენის საკითხის განმხილველ კომიტეტს/კომიტეტებს.

4.ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული კომიტეტი კომიტეტის საჯარო სხდომაზე უსმენს მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს და ადგენს ამ კანდიდატის რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობას. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს სრულყოფილად მიაწოდოს მისი რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო ინფორმაცია. კომიტეტი უფლებამოსილია გადაამოწმოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია ან/და მოიძიოს სხვა საჭირო ინფორმაცია.

5.კომიტეტი მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.

6.პარლამენტი მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს კენჭს უყრის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის ვინაობას და მის წერილობით თანხმობას. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება, თუ კენჭისყრისას მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ პარლამენტისთვის წარდგენილია მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ერთზე მეტი კანდიდატი, მათ ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ კენჭისყრისას ხმების საუკეთესო რაოდენობა მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ერთზე მეტმა კანდიდატმა თანაბრად მიიღო, ამასთანავე, ეს რაოდენობა პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტია, მათ ხელახლა ეყრებათ კენჭი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა.

7.თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგად მთავრობის მიერ შერჩეულმა მოსამართლეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენისთვის საჭირო რაოდენობის პარლამენტის წევრთა ხმები, საქართველოს მთავრობის შესაბამისი წარდგინების საფუძველზე ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურა ხელახლა იწყება.

8.მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს წერილობით თქვას უარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენაზე. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურა აღნიშნული კანდიდატის მიმართ წყდება, ხოლო თუ იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, საქართველოს მთავრობის შესაბამისი წარდგინების საფუძველზე ეს პროცედურა ხელახლა იწყება.

9.სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ერთი და იმავე კანდიდატურის ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტისთვის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. მუხლი 199. საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა წარდგენა 1. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს წარუდგენს საქართველოს კვოტით „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით“ დაარსებული ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის 3 კანდიდატს შემდგომი განხილვისა და შერჩევისთვის.

2.ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) აქვს უმაღლესი განათლება; ბ) აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ან ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) იცის ინგლისური ან ფრანგული ენა; დ) არ არის ნასამართლევი.

3.საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობებს ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

4.საკონკურსო კომისია შედგება 7 წევრისგან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის დანარჩენ წევრებს (3 წევრს − საპარლამენტო უმრავლესობის წევრთაგან, 2 წევრს − საპარლამენტო ოპოზიციის წევრთაგან) შესაბამის სუბიექტებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

წინა მუხლი 197შემდეგი მუხლი 200

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 193ამ რეგლამენტის 181-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის პროცედურა
  • 181საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა
  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 34²უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება
  • 34¹უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი
  • 34³უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გასაჩივრება

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 1კანონის მიზანი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 9კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 20სასამართლოს გადაწყვეტილება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 22სასამართლოთა შემადგენლობა
  • 21ტერიტორიული განსჯადობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19222134²34¹34³120193181197198
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს პარლამენტი…სისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…ადამიანის ორგანოთა გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026