საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 199. საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა წარდგენა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს წარუდგენს საქართველოს კვოტით „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით“ დაარსებული ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის 3 კანდიდატს შემდგომი განხილვისა და შერჩევისთვის.

2.ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) აქვს უმაღლესი განათლება; ბ) აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ან ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) იცის ინგლისური ან ფრანგული ენა; დ) არ არის ნასამართლევი.

3.საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობებს ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

4.საკონკურსო კომისია შედგება 7 წევრისგან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის დანარჩენ წევრებს (3 წევრს − საპარლამენტო უმრავლესობის წევრთაგან, 2 წევრს − საპარლამენტო ოპოზიციის წევრთაგან) შესაბამის სუბიექტებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 2026 – 2 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 2 მარ. 2026 – 1 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

  4. 26 დეკ. 2025 – 2 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  5. 1 აგვ. 2025 – 26 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23³941⁴22192920841419732195199
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს პარლამენტი…საჯარო შესყიდვების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …მაუწყებლობის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა