Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 21

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 21. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ტოკენომიკა და დიზაინი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ქმნის ცესკო. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვისთვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს არჩევნებისთვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება.

2.ცესკო უფლებამოსილია განკარგულებით შექმნას ერთი საოლქო საარჩევნო კომისია ერთი მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ხოლო ათი საოლქო საარჩევნო კომისია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში. შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზღვრები არის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორია.

3.აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება, რომელშიც მდებარეობს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო ან მერია, პარტია, სასამართლო, პოლიციის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.

4.აკრძალულია პარტიის, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიაა განთავსებული.

5.საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს ცესკო, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6.არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები. საოლქო საარჩევნო კომისიის 3 წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს ცესკო შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7.საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ცესკომ ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, არჩევნების დანიშვნის შემდეგ აირჩია, განისაზღვრება მისი დანიშვნიდან შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

8.საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე პარტიის გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნის დღიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

9.პარტიას უფლება არა აქვს, გამოიწვიოს და დანიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში. პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია პირის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელება.

10.უფლებამოსილი პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ: ა) წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და აღნიშნულ საბუთებში არსებული ხარვეზები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის 22-ე მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელ სუბიექტს. შესწორებული საბუთები ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს; ბ) აღმოჩნდა, რომ ეს პირი ცესკოსთვის მისი წარდგენის მომენტისთვის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრია; გ) წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მმართველობითი ტოკენის დიზაინი DAO-ებისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №2

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 16მუხლი 22

მიუთითებენ მასზე

მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 26საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა
  • 22საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის / არჩევის წესი
  • 24საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 25საოლქო საარჩევნო კომისია
  • 30საუბნო
  • 28საოლქო

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 15საარჩევნო ოლქები
  • 17საარჩევნო კომისიები

რეფერენდუმის შესახებ

  • 16სარეფერენდუმო კომისიები
  • 26რეფერენდუმის შედეგების დადგენა საარჩევნო ოლქების მიხედვით

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 226ოლქის დელეგატის ბიურო
  • 202ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
151716262262022216262425302821
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026