საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 363²⁷. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლო უფლებამოსილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე განჩინება მტკიცებულებათა შენარჩუნების მიზნით, თუ არსებობს მათი განადგურების საფრთხე.

2.მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს იმ საქონლის, რომლითაც, სავარაუდოდ, ირღვევა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლება, წარმოებისათვის/რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის განკუთვნილი დანადგარის/მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ან/და სავარაუდო კანონდარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დეტალურ აღწერას ნიმუშის აღებით ან უამისოდ. ამასთანავე, თუ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა აღნიშნული ღონისძიებების გამოყენებით ვერ ხერხდება, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ყადაღის დადება.

3.სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რამდენიმე ღონისძიება ერთდროულად გამოიყენოს.

4.სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენოს იმ პირის მოსმენის გარეშე, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ უფლების მფლობელს არაპროპორციული ზიანი მიადგება, ან/და თუ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების აშკარა საშიშროება.

5.სასამართლომ პირს, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები, ამის თაობაზე უნდა აცნობოს დაუყოვნებლივ, ღონისძიებათა გამოყენებიდან არაუგვიანეს 48 საათისა.

6.ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, თუ დაასაბუთებს, რომ მისი განსაკუთრებული უფლების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის ფაქტის დასადგენად აღნიშნულ ღონისძიებათა გამოყენება აუცილებელია.

7.მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება ხდება ამ კოდექსის 118-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად.

8.მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის თაობაზე განჩინება მოსამართლეს 5 სამუშაო დღის ვადაში გამოაქვს. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №122 · ძალაშია 11 იან. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 11 იან. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
68⁵4533119363²⁹363²⁸198182183¹13630¹11363²⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…ინტელექტუალურ საკუთრებ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს საპატენტო …არბიტრაჟის შესახებსაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა