გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 6. განცხადება გაკოტრების შესახებ

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას მხოლოდ გაკოტრების შესახებ განცხადების საფუძველზე (გაკოტრების განცხადება). გაკოტრების განცხადების შეტანის უფლება აქვს მოვალეს, აგრეთვე კრედიტორს, რომელსაც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ქონებრივი პრეტენზია (გაკოტრების კრედიტორი).

2.გაკოტრების განცხადება შეიძლება გამოტანილ იქნეს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე ან გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინების ძალაში შესვლამდე.

3.გაკოტრების სასამართლომ გაკოტრების განცხადება წარმოებაში უნდა მიიღოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი წესით. გაკოტრების განცხადება დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. თუ გაკოტრების განცხადება არ არის დასაშვები, სასამართლო გამოიტანს განჩინებას არსებული ხარვეზის შესახებ და განმცხადებელს მისცემს ვადას მის შესავსებად. თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში შეავსებს ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუბრუნებს მას განმცხადებელს. ამ განჩინებების მიმართ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

4.გაკოტრების განცხადება მოვალეს უნდა ჩაბარდეს სარჩელის ჩაბარებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31 საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
933633⁴33⁵430363¹⁶351²1065106107996
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…დაზღვევის შესახებსაქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…უძრავ ნივთებზე უფლებათ…,,მეწარმეთა და არასამე…