Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 35

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 35. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია და ანკეტირება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლისავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უნდა მომზადდეს წერილობით, საჭიროების შემთხვევაში – შესაბამისი ენის თარჯიმნის დახმარებით. წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუყოვნებლივ რეგისტრირდება და გაიცემა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა. ეს ცნობა არ არის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის საფუძველი და ძალაშია ამ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოჯახის წევრების საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას ერთი და იგივე საფუძველი აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში შეიტანება აგრეთვე მონაცემები მისი ოჯახის წევრის/წევრების შესახებ.

2.თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისთვის, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის ყოლას საჭიროებს, პასუხისმგებელია მისი კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.

3.თანმხლების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის ყოლას საჭიროებს, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა მის კანონიერ წარმომადგენელზე გაიცემა.

4.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს წერილობით განემარტება მისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები და თავშესაფრის პროცედურა. ამასთანავე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უნდა განემარტოს, რომ არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების უგულებელყოფით ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება.

5.უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს აცნობოს თავისი მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საცხოვრებელი მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ მიუთითებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას, იგი ვალდებულია ეს ინფორმაცია წარადგინოს ანკეტირებისას. საწინააღმდეგო შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება.

6.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას ხდება უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ფოტოსურათის გადაღება. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ფოტოსურათი მონაცემთა ბაზაში ინახება. უფლებამოსილი თანამდებობის პირი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის მიზნებისთვის იღებს 14 წლის ან 14 წელზე მეტი ასაკის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს.

7.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული მონაცემები მონაცემთა ბაზაში ინახება. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებისა და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი დგინდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

8.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისას უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ეცნობება ანკეტირების ჩატარების თარიღი. ანკეტირებაზე პირველად დაბარების შემდეგ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მისი განმეორებით დაბარება ხდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საკონტაქტო ინფორმაცია უცნობია.

9.უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირების ჩატარების მიზანია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის განსაზღვრა და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვებისა და ამ ქვეყანაში დაბრუნების შეუძლებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საჭიროება.

10.ამ კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის განსაზღვრის მიზნით ანკეტირება ტარდება ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან ინდივიდუალურად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. გამონაკლის შემთხვევაში ანკეტირება შეიძლება ჩატარდეს ოჯახის არასრულწლოვან წევრთან, თუ იკვეთება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, არასრულწლოვანზე ორიენტირებული ქმედება.

11.შესაბამისი მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად ანკეტირება ტარდება წერილობით და ფიქსირდება ხმის ჩამწერი მოწყობილობით. ანკეტირების ოქმი და აუდიოჩანაწერი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის პირად საქმეში ინახება. ანკეტირების აუდიოჩაწერის განხორციელების შესახებ მისი განხორციელების დაწყებისთანავე ეცნობება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

წინა მუხლი 34შემდეგი მუხლი 36

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მადრიდის სისტემით განაცხადის წარდგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო განაცხადი მადრიდის ოქმის საფუძველზე2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №2

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 31მუხლი 38

მიუთითებენ მასზე

მუხლი 31მუხლი 49

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 43საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესწავლა
  • 28საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ
  • 31საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის ეტაპი

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 27საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და ანკეტირება
  • 25სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის წარდგენა
  • 30საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁶საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი
  • 21¹¹⁴სასამართლოსთვის მიმართვა

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

  • 5განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 10განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა, პირობითი განცხადება

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 6უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების წესი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 22თხოვნა ძებნისა და დაკავების თაობაზე. მტკიცებულებათა დაცვის უზრუნველყოფა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2221¹¹⁶21¹¹⁴1062725305313849432835
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…უცხოური გავლენის გამჭვ…,,მეწარმეთა და არასამე…უცხოეთში მცხოვრები თან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026