ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 22 (დანართი 1). კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის გაუქმება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი უქმდება : ა ) თუ სუბიექტის მიერ არ მოხდა ყოველწლიური შესაბამისობის დადასტურების მიზნით განაცხადის წარდგენა ან ყოველწლიური შესაბამისობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის შეუსაბამობა „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან ; ბ ) გამოვლინდა კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ სტატუსით ბოროტად სარგებლობის ფაქტი , ასევე სტატუსის მოპოვების ან სტატუსის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით , სააგენტოს განზრახ შეცდომაში შეყვანის ფაქტი არასწორი ინფორმაციის წარდგენით ; გ ) კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი სააგენტოში წარადგენს განცხადებას კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით .

2.კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა . სააგენტო სუბიექტისათვის კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , რომელიც მათ განსახილველად წარადგენს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე .

3.კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში , სუბიექტი არ არის უფლებამოსილი , მიმართოს სააგენტოს კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის ახლიდან მინიჭების თაობაზე მოთხოვნით .

4.საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას სუბიექტისთვის კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის გაუქმების შესახებ . საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება განმცხადებელს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , სააგენტოს , სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − საფინანსო - ანალიტიკურ სამსახურს .

5.სტატუსი გაუქმებულად ითვლება : ა ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან ; ბ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თარიღიდან ; გ ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სუბიექტისათვის კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
255427¹44⁷56⁴95⁶15⁶15⁸15⁷21 (დ…19 (დ…18 (დ…15 (დ…22 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციური სტარტაპის ს…ინოვაციების შესახებუმაღლესი განათლების შე…დაზღვევის შესახებსაქართველოს საგადასახა…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა