ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

მუხლი 18 (დანართი 1). განცხადება კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მაძიებელი სამეწარმეო საზოგადოება ( შემდგომში − კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მაძიებელი სუბიექტი ) კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადით მიმართავს სააგენტოს .

2.კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადი მოიცავს : ა ) სტატუსის მაძიებელი სუბიექტის , განცხადების წარმოდგენამდე არაუგვიანეს 1 თვით ადრე განახლებულ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ; ბ ) „ ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი , საწარმოს ზომითი კატეგორიისთვის განსაზღვრული შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტით მომზადებულ მოგება - ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებას , რომელიც აუდიტირებულია ბუღალტრული აღრიცხვის , ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში რეგისტრირებული სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მქონე აუდიტორის / აუდიტორული ფირმის მიერ და მარწმუნებელ ანგარიშს , რომლითაც დასტურდება , რომ სტატუსის მაძიებელ პირს წინა ფინანსურ წელს შემოსავლების არანაკლებ 80% მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ ეკონომიკური საქმიანობის სახეები “ 72.1 კოდით გათვალისწინებული „ კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში “ საქმიანობიდან ; გ ) ცნობა იმის თაობაზე , რომ პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება .

3.განაცხადი სააგენტოს მიერ განხილვას ექვემდებარება , თუ ის აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ გადახდილია „ ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფასური − 500 ლარის ოდენობით . საფასურის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით , სააგენტოს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცების, ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელიც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁶54120²7 (და…13¹15⁶15⁷15⁸19 (დ…20 (დ…17 (დ…22 (დ…18 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსინოვაციური სტარტაპის ს…ინოვაციების შესახებგადასახადების ადმინისტ…კერძო დაცვითი საქმიანო…მაუწყებლობის შესახებნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა