Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 46

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 46. დამკვირვებლის უფლებები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:ადამიანის უფლებათა სამართალისაარჩევნო და პოლიტიკური უფლებების დარღვევა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დამკვირვებელს უფლება აქვს: ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს; ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; გ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი დამკვირვებელი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (არსებობის შემთხვევაში); დ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ; ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და დამოწმებას კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად; ვ) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს; ზ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს; თ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს; ი) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას; კ) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას; ლ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართოს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე განცხადებით/საჩივრით, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; მ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში; ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება; ო) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას; პ) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.

2.დამკვირვებელს უფლება არა აქვს: ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში; ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე; გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; ე) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე; ვ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

3.ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების ამ კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევისთვის ან მათ საქმიანობაში ჩარევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო, ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს მათთვის საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

5.საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისთვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დამკვირვებელს უფლება აქვს: ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს; ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; გ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი დამკვირვებელი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (არსებობის შემთხვევაში); დ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ; ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და დამოწმებას კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად; ვ) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს; ზ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს; თ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს; ი) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას; კ) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას; ლ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართოს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე განცხადებით/საჩივრით, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას; მ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში; ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება; ო) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას; პ) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები. 2. დამკვირვებელს უფლება არა აქვს: ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში; ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე; გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; ე) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე; ვ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები. 3. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების ამ კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევისთვის ან მათ საქმიანობაში ჩარევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო, ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს მათთვის საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას. 5. საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისთვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 45შემდეგი მუხლი 47

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არჩევნების გაყალბება (მუხლი 164³) - ადვოკატი9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საარჩევნო უფლებებისერვისის გვერდი
  • ხმის მიცემის უფლებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №3

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 109მუხლი 47

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 29საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
  • 44ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები
  • 24საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 53დამკვირვებლის
  • 33საუბნო
  • 51ადგილობრივი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 28კენჭისყრის ჩატარება

გენდერული თანასწორობის შესახებ

  • 11თანასწორი საარჩევნო უფლებების გარანტიები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 11პარლამენტის წევრის ზოგადი უფლებები და მოვალეობები

რეფერენდუმის შესახებ

  • 25კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში
  • 24კენჭისყრა

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 21მცველის უფლება-მოვალეობანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2821252411111094729442453335146
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…გენდერული თანასწორობის…საქართველოს პარლამენტი…რეფერენდუმის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026