ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 7. ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ფაქტორინგულ კომპანიას უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: ა) ფაქტორინგი; ბ) ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურება.

2.ფაქტორინგულ კომპანიას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური პირებისგან, ისე იურიდიული პირებისგან.

3.ფაქტორინგულ კომპანიას ეკრძალება დაბრუნებადი ფულადი სახსრების მიღება როგორც ფიზიკური პირებისგან, ისე იურიდიული პირებისგან, გარდა თავად ფაქტორინგული კომპანიის პარტნიორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისა (მათ შორის, უცხო ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტისა). ამ პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორისთვის ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებაზე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებზე.

4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგულ კომპანიას ნორმატიული აქტით დაუდგინოს მომსახურების გაწევისას ფაქტორინგის მხარეებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.

5.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგულ კომპანიას კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად დამატებითი მოთხოვნები ან/და შეზღუდვები დაუდგინოს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
55¹23¹142052⁸5248³1469117
მნიშვნელობით ახლოსფაქტორინგის შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…დემატერიალიზებული ფასი…ფასიანი ქაღალდების ბაზ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა