Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებმუხლი 4

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 4. მიკროსაფინანსო საქმიანობა

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:საკრედიტო ინსტრუმენტებისექტორული შერწყმა-შეძენარისკების შეფასებასაერთაშორისო ტრანზაქციებიციფრული ბანკინგისასესხო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹345

1.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: ა) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა; ამ მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება; ბ) ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში; გ) ფულადი გზავნილების განხორციელება; დ) სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება; ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ვ) სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; ვ 1 ) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 8 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული აგენტის ფუნქციის შესრულება; ვ 2 ) ამ პუნქტის „ა“–„ვ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად ქონების იჯარით გაცემა; ვ 3 ) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების მომსახურება ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება; ზ) იურიდიული პირების წილების ან აქციების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განთავსებული კაპიტალის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს; [ ზ) იურიდიული პირების წილების ან აქციების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განთავსებული კაპიტალის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება წილობრივი მონაწილეობა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფაქტორინგულ კომპანიაში; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები: მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, დერივატივის დადება, ვალუტის გადაცვლა, თამასუქებისა და ობლიგაციების გამოშვება,  რეალიზაცია და გამოსყიდვა, აგრეთვე ამ ფინანსურ მომსახურებებსა და ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები; ი) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის  შენახვა, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა და ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა.

2.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რეგისტრაციის შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.

2¹.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო აგენტის ფუნქცია.

3.მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან.

4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.

5.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წერილობითი მითითებებით დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები ან/და შეზღუდვები კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5924 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165 საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №263 - ვებგვერდი, 20.03.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №356 - ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5685 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №882 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1793 - ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1803 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1463 - ვებგვერდი, 06.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 1 იან. 2023-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: ა) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა; ამ მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება; ბ) ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში; გ) ფულადი გზავნილების განხორციელება; დ) სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება; ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ვ) სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; ვ 1 ) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 8 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული აგენტის ფუნქციის შესრულება; ვ 2 ) ამ პუნქტის „ა“–„ვ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად ქონების იჯარით გაცემა; ვ 3 ) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების მომსახურება ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება; ზ) იურიდიული პირების წილების ან აქციების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განთავსებული კაპიტალის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები: მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, დერივატივის დადება, ვალუტის გადაცვლა, თამასუქებისა და ობლიგაციების გამოშვება,  რეალიზაცია და გამოსყიდვა, აგრეთვე ამ ფინანსურ მომსახურებებსა და ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები; ი) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის  შენახვა, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა და ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რეგისტრაციის შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი. 2 1 . მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო აგენტის ფუნქცია. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წერილობითი მითითებებით დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები ან/და შეზღუდვები კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5924 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165 საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №263 - ვებგვერდი, 20.03.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №356 - ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5685 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №882 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1793 - ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1803 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2023 – 1 აგვ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 6 აპრ. 2026
  2. 1 აგვ. 2023· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
  3. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
  4. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  5. 14 იან. 2020· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2019
  6. 11 იან. 2018

    ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალს დაემატა აგენტის ფუნქცია და ქონების იჯარით გაცემა (ვ1, ვ2), ხოლო მე-4 და მე-5 პუნქტებით ეროვნულ ბანკს მიენიჭა წესისა და დამატებითი მოთხოვნების დადგენის უფლება.

  7. 22 მარ. 2017

    მე-2 პუნქტში მიკროსაფინანსო საქმიანობის დაწყების წინაპირობა ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციაა, ხოლო რეგისტრაციის წესსა და პირობებს ეროვნული ბანკი ადგენს.

  8. 10 სექ. 2015

    მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში მიკროსაფინანსო საქმიანობის წინაპირობა სააგენტოს მიერ რეგისტრაციაა, ხოლო რეგისტრაციის წესსა და პირობებს ეროვნული ბანკის ნაცვლად სააგენტო ადგენს.

  9. 15 აპრ. 2013· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2013

    მე-4 მუხლს დაემატა 2¹ პუნქტი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ანიჭებს სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულების უფლებამოსილებას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით.

  10. 20 მარ. 2013

    მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატა საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება, ხოლო „თ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: მიკროლიზინგის, ფაქტორინგისა და სხვა მომსახურებათა ჩამონათვალი ორწერტილით შემოიფარგლა და დაკავშირებული ოპერაციები ამ მომსახურებებზეა მიბმული.

  11. 1 დეკ. 2009· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    მე-2 პუნქტში რეგისტრაციის განმახორციელებელი და მისი წესისა და პირობების განმსაზღვრელი ორგანო სააგენტოს ნაცვლად ეროვნული ბანკია.

  12. 9 აპრ. 2008· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში რეგისტრაციის განმახორციელებელიც და მისი წესისა და პირობების განმსაზღვრელიც ეროვნული ბანკის ნაცვლად სააგენტოა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უკანონო სამეწარმეო საქმიანობა / მევახშეობა (მუხლი 192)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტო M&A1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიკროსაფინანსო ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრაუდფანდინგის სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №26

  • 12 ცვლილება · ბოლო 6 აპრ. 2026
  • 17 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2საგადახდო სისტემის… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 3მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
  • 9მიკროსესხის გაცემის პირობები
  • 10²მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კომერციულ ბანკად ან მიკრობანკად გარდაქმნა

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 3მიკრობანკის საქმიანობა
  • 28აკრძალული გარიგებები, მუშაობის მეთოდები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48³საკრედიტო საქმიანობა და საბანკო საქმიანობა
  • 50მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 20საბანკო საქმიანობა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 13¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ნებადართული საქმიანობა
  • 48²საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კომერციულ ბანკად, მიკრობანკად ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გარდაქმნა

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 3საკრედიტო კავშირის საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 95მცირე და მიკრო ბიზნესის საგადასახადო კონტროლი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
323910²2048³5095213¹48²3284
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკროსაფინანსო ორგანიზ…საგადახდო სისტემისა და…მიკრობანკების საქმიანო…საქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026