ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 6. ფაქტორინგული კომპანია

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 6 აპრ. 2026
თემები:დაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ფაქტორინგული კომპანია შეიძლება არსებობდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით.

2.ფაქტორინგული კომპანია ვალდებულია შექმნას სამეთვალყურეო საბჭო. ფაქტორინგული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსთვის დადგენილი წესები.

3.ფაქტორინგულ კომპანიაში წილობრივი მონაწილეობა ეკრძალებათ კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მათ ურთიერთდამოკიდებულ პირებს.

4.არავის არ აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინი „ფაქტორი“ ან „ფაქტორინგული კომპანია“ ან ამ ტერმინის შემცველი სხვა სიტყვათწყობა ამ კანონის შესაბამისად ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის გარეშე, ამავე კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ტერმინის ან სიტყვათწყობის გამოყენება დადგენილია ან აღიარებულია კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან როდესაც იმ კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი „ფაქტორი“ ან „ფაქტორინგული კომპანია“, ჩანს, რომ შესაბამისი სუბიექტი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას.

5.ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სუბიექტების გარდა, არავის არ აქვს უფლება, განახორციელოს ფაქტორინგი და ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის გარეშე.

6.ფაქტორინგული კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი სანქცია თავის მიერ დადგენილი წესით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
342252⁸19814579106
მითითებამნიშვნელობით ახლოსფაქტორინგის შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…კომერციული ბანკების სა…მეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა