საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21⁹². მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოსამართლე მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს 3 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე.

2.მოსამართლე მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების ფორმით.

3.სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები და მისი იმ ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებაც ხდება; გ) მითითება სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ და შესაბამისი დასაბუთება; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

4.სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) უარი სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისი დასაბუთება; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5.მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სააგენტოს, მეორე – მოვაჭრეს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში. საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მოსამართლე მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს 3 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე. 2. მოსამართლე მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების ფორმით. 3. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები და მისი იმ ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებაც ხდება; გ) მითითება სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ და შესაბამისი დასაბუთება; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) უარი სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისი დასაბუთება; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 5. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სააგენტოს, მეორე – მოვაჭრეს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში. საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №85 · ძალაშია 1 ნოე. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 1 ნოე. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 19 აპრ. 2022

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁹³21⁸⁴21⁹¹21⁷⁷25⁸7364112253332191821⁹²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…მომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …საქართველოს სისხლის სა…მაუწყებლობის შესახებნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა