საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 153. ქონება, რომელსაც არ შეიძლება ყადაღა დაედოს

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არ შეიძლება ყადაღა დაედოს პირისთვის საჭირო კვების პროდუქტებს, სათბობს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარს და სხვა საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს, აგრეთვე „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობას (ფინანსური გირავნობის საგანს), „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებს და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშს.

2.საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე არ შეიძლება ყადაღა დაედოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ქონებას და მასში არსებულ საბანკო ანგარიშებს, ხოლო ყადაღადადებულ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის მოქმედება უნდა შეჩერდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში მითითებული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მოსამართლე განჩინებას გამოიტანს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში. თუ რეზოლუციის რეჟიმი განჩინებაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობი ნოს სასამართლოს, რომელიც გააუქმებს შეჩერების შესახებ განჩინების მოქმედებას.

3.არ შეიძლება ყადაღა დაედოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 2 1 მუხლის 4 2 პუნქტით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებს, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია იმავე პუნქტში მითითებული შესაბამისი კანონით განსაზღვრული სუბიექტის მიმართ არსებული სადავო მოთხოვნიდან გამომდინარე. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6314 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5660 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5684 – ვებგვერდი, 31.12.2 019წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2118 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3351 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №164 · ძალაშია 22 ნოე. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 ნოე. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
452¹40¹276152151158⁴242241657153
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…ფინანსური გირავნობის, …უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა