Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 40¹

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 40¹. მოვალის მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

რედაქცია №130 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:უძრავი ქონებიდან გამოსახლება და გადაცემამოძრავი ქონების გამოთხოვაპრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვაუზრუნველყოფილი მოთხოვნების აღსრულებაუძრავი ქონების აუქციონისააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოვალის მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. თუ ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გირავნობა (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) სხვა პირის/პირების სასარგებლოდ, ამ მუხლით დადგენილი წესით ყადაღის მოხსნის მიუხედავად, გირავნობა უცვლელი რჩება.

2.თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული მოძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია ყადაღისაგან გაათავისუფლოს მოძრავი ქონება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ქონებაზე არ არის რეგისტრირებული გირავნობის უფლება სხვა მოგირავნის/მოგირავნეების სასარგებლოდ და მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოვალის განცხადების საფუძველზე მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. მოვალე უფლებამოსილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ განცხადებას დაურთოს სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში გაცემული კომპეტენტური პირის ან ორგანოს დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, რომლის დასაშვებობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.

4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული წესებით მოვალის მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შემთხვევებში ამ ქონებაზე ამავე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულება არ დაიშვება, ხოლო მოვალის მიერ გადახდილი ქონების საბაზრო ღირებულება ჩაითვლება აღსასრულებელი მოთხოვნის შესრულებულ ნაწილად.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მოძრავი ქონების, როგორც გირავნობის საგნის, ყადაღისაგან განთავისუფლება იწვევს აღნიშნულ ქონებაზე ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობის გაუქმებას.

6.აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე კრედიტორის განცხადების საფუძველზე ყადაღადადებული ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.

7.არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 41

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არარეგისტრირებადი მოძრავი ქონებიდან გადახდევინება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გირავნობის მოწმობის საფუძველზე ქონების გადაცემა მოგირავნისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კერძო აღმასრულებლის მომსახურება სააუქციონო პროცესში1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომერციული ფართებიდან იძულებითი გამოსახლება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №130

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საგადა… 239

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 49რეალიზაცია
  • 40მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება
  • 83მოძრავი ნივთის გადაცემა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 242ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
  • 241ქონებაზე ყადაღის დადება
  • 238საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 158⁴ყადაღადადებული მოძრავი ქონების კაპიტალიზაცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 276მოგირავნის დაკმაყოფილება
  • 283გირავნობის საგნის რეალიზაცია

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

  • 9ფინანსური გირავნობის აღსრულება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 42ქონებაზე ყადაღის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 30საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2494083276283158⁴3023924224123842940¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ფინანსური გირავნობის, …ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026