Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაზოგადი განათლების შესახებმუხლი 19

ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 19. დისციპლინა

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:აკადემიური დისციპლინამასწავლებლის დასაქმებასტუდენტის უფლებებისაგანმანათლებლო ტექნოლოგიებიპოლიტიკის შემუშავება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111212¹12²13

1.სასკოლო დისციპლინა დაცულ უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.

2.სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.

3.სკოლის შინაგანაწესით , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გარდა , შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაფრთხილება , მკაცრი გაფრთხილება , გაკვეთილიდან გაძევება , სკოლიდან დროებით დათხოვნა , მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები . მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს . სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს .

4.დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.

5.დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.

6.მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.

7.სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.

8.დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.

9.(ამოღებულია - 13.06.2018, №2523) ;

10.დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა.

11.მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დისციპლინური დევნისას ისარგებლონ დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მოსწავლეს და მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

12.მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება – სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით.

12¹.დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა .

12².მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს : სასარგებლო საქმიანობის შინაარსი ; მისი განხორციელების წესი და პირობები ; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში ; მისი ხანგრძლივობა , რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს , საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს ; უფლებამოსილი პირის ვინაობა , რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას . სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით . მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას .

13.სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლესთან კონტაქტის დამყარებამდე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუდებელი აუცილებლობისას, პოლიციის თანამშრომელი ან სხვა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სკოლას შეატყობინოს კონტაქტის მიზანი, საქმის გარემოება და მისი მეშვეობით დაუკავშირდეს მოსწავლეს. სკოლა ვალდებულია მოსწავლეს განუმარტოს მისი უფლებები და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის მშობელს, გარდა მშობლის მიერ ბავშვის უფლების ხელყოფის შემთხვევისა. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291 საქართველოს 2012 წლის 27 დეკემბრის კანონი №173 – ვებგვერდი, 08.01.2013წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2523 - ვებგვერდი, 29.06.2018წ.

წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აკადემიური დისციპლინასერვისის გვერდი
  • გარიცხვის აპელაციებისერვისის გვერდი
  • მასწავლებლის დისციპლინასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №118

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ზოგადი განათლების შესახებ

  • 20ძალადობის დაუშვებლობა, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა
  • 14გამოხატვის თავისუფლება

პენიტენციური კოდექსი

  • 71დისციპლინური სახდელი
  • 77ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას
  • 20მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75¹მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები
  • 75⁴⁷დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების საერთო წესი
  • 75³დისციპლინური სახდელი და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁹დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეები
  • 11²⁰დისციპლინური სახდელები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 21სამსახურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა

პოლიციის შესახებ

  • 59¹დისციპლინური სახდელის სახეები და დისციპლინური სამართალწარმოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁹11²⁰20142175¹75⁴⁷75³59¹71772019
მნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…პენიტენციური კოდექსისაერთო სასამართლოების …დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს ფინანსთა ს…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026