„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

მუხლი 11. ობიექტის მფლობელის მოვალეობები

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 8 მაი. 2012

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ობიექტის მფლობელი ვალდებულია: ა) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია; ბ) უზრუნველყოს ობიექტის შესაბამისობა უსაფრთხოების მოთხოვნებთან; გ) შექმნას შრომის უსაფრთხო პირობები; დ) უზრუნველყოს ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება; ე) არ განახორციელოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე ობიექტის ექსპლუატაცია; ვ) ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას წარუდგინოს ტექნიკური ინსპექტირების ოქმის ასლი წინა ტექნიკური ინსპექტირების ვადის ამოწურვამდე; ზ) შეასრულოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამოსილ პირთა მითითებები; თ) განსაზღვროს ობიექტის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი/ორგანო; ი) განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები ავარიის/უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით; კ) დაუყოვნებლივ აღმოფხვრას მომხდარი ავარიის შედეგები და აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.

2.ობიექტის მფლობელი ვალდებულია ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას. შეტყობინება დასაშვებია კომუნიკაციის ყველა საშუალებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 19 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
232124523192124 (დ…15 (დ…35 (დ…10345611
მნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს გარემოს და…რადიაციული დაცვის, ბირ…კერძო დაცვითი საქმიანო…საქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო უსაფრთხოები…