დიზაინის შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილისალომე კობერიძე

1.საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ეს კანონი აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – დიზაინის – საკუთრების უფლების ხელშეუვალობას; აწესრიგებს დიზაინის შექმნასთან, რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან, სამართლებრივ დაცვასთან და აქედან გამომდინარე უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება დიზაინზე, რომელიც კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) ან რომელზედაც ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია.

3.დიზაინი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქპატენტში ან რომელზედაც არ ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია, დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-22-20252025-10-2333
    დაუშვებლობა (T5)

    რა შემთხვევაში შეიძლება მესამე პირის საავტორო უფლების დარღვევა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი გახდეს?

    დავა ეხებოდა მოპასუხე კომპანიის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობას მოსარჩელის საავტორო უფლების დარღვევის საფუძვლით. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შემოწმებისას გაიზიარა დასკვნა, რომ კომპანიამ ვერ დაამტკიცა ავტორის თანხმობა ნიშნის რეგისტრაციაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ არცერთ საფუძველს. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • №309112025-01-2344
    დაუშვებლობა (T5)

    როგორ ფასდება სასაქონლო ნიშნისა და პროდუქციის შეფუთვის მიმსგავსება საშუალო მომხმარებლის თვალსაზრისით?

    დავა შეეხებოდა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული დიზაინის ბათილად ცნობას მოსარჩელის უფრო ადრინდელი სასაქონლო ნიშნის დაცვის საფუძველზე. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ შეფუთვის ფერები, ზომა და საერთო შთაბეჭდილება მომხმარებელში პროდუქციის აღრევის მაღალ შესაძლებლობას ქმნიდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დასაბუთებული პრეტენზიაც არ იყო წარმოდგენილი. საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა; ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება.

  • №ას-183-20192020-07-0337
    დაუშვებლობა (T5)

    როდის შეიძლება დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა უფრო ადრინდელი სასაქონლო ნიშნის შემადგენელ ელემენტთან დამთხვევის გამო?

    დავა შეეხებოდა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული დიზაინისა და საპატენტო მოწმობის ბათილად ცნობას მოსარჩელის უფრო ადრინდელი სასაქონლო ნიშნის საფუძველზე. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა შეფასება, რომ სადავო დიზაინის შემადგენელი ელემენტი ემთხვეოდა უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშანს და მოპასუხეს საპირისპირო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლომ დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის წინაპირობებს. საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არ განხილულა არსებითად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 ივლ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
118363²⁶363²⁵20110026330¹1121
მნიშვნელობით ახლოსმეცნიერების, ტექნოლოგი…დიზაინის შესახებსაავტორო და მომიჯნავე …საქართველოს სამოქალაქო…მომხმარებლის უფლებების…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა