Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 363²⁵

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 363²⁵. ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:IP მონეტიზაციასავაჭრო ნიშნის დავებიIP სტრატეგიასაპატენტო დავებიAI სასამართლო დავებიინტელექტუალური საკუთრების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული სასაქონლო ნიშანი, მომსახურების ნიშანი, კოლექტიური ნიშანი, სასერტიფიკაციო ნიშანი, რეგისტრირებული დიზაინი, პატენტით დაცული გამოგონება, სასარგებლო მოდელი, საავტორო უფლებით ან მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტი; ბ) განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული საქონელი: ბ.ა) დაცული სასაქონლო ნიშნის, მომსახურების ნიშნის, კოლექტიური ნიშნის ან/და სასერტიფიკაციო ნიშნის (შემდგომ – სასაქონლო ნიშანი) მიმართ − საქონელი ან/და მომსახურება, რომელიც შეიცავს სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს ან რომელზედაც დატანილია სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშანი, ან რომელსაც აქვს მოცულობითი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ფორმა და რომლის წარმოება, მიწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა, ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას, მიუხედავად ნიშანდების ადგილისა; ბ.ბ) რეგისტრირებული დიზაინის მიმართ – პროდუქტი, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება და რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს რეგისტრირებულ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას; ბ.გ) პატენტით დაცული გამოგონების ან რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მიმართ – პატენტიდან ან რეგისტრაციიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული მოწყობილობა ან ნივთიერება, რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა სხვაგვარი გამოყენება იწვევს პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას; პატენტით ან რეგისტრაციით დაცული ხერხით დამზადებული მოწყობილობა ან ნივთიერება, რომლის დამზადება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა სხვაგვარი გამოყენება იწვევს პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას; ბ.დ) საავტორო უფლებით ან მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტის მიმართ – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონტრაფაქციული ასლები. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2887 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4051 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №166 · ძალაშია 7 მარ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 11 იან. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 363²⁴შემდეგი მუხლი 363²⁶

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა (მუხლი 189/196)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება (მუხლი 196)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტრეიდმარკის გაყალბება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დეფექტური პროდუქტი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №178

  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დიზაინის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 1კანონის რეგულირების სფერო

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 2ტერმინთა განმარტება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 3სასაქონლო ნიშანი
  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 18ინტელექტუალური სამრეწველო საკუთრების დაცვა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 3ტერმინთა განმარტება

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2322218321222363²⁵
მნიშვნელობით ახლოსინტელექტუალურ საკუთრებ…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს პატენტრწმუ…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026