Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადიზაინის შესახებმუხლი 2

დიზაინის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:IP სტრატეგიაIP მონეტიზაციათანამშრომლის ტრენინგისავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) საერთაშორისო ბიურო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო; გ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს); გ 1 ) „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენცია − „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენცია; დ) დიზაინერი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა დიზაინი; ე) თანადიზაინერი – ფიზიკური პირი, რომელმაც სხვა ფიზიკურ პირთან (პირებთან) ერთობლივი ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნა დიზაინი; ვ) დიზაინის მფლობელი – პირი, რომელსაც აქვს დიზაინზე განსაკუთრებული უფლება და რომელიც საქპატენტმა დაარეგისტრირა რეესტრში დიზაინის მფლობელად; ზ) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად დიზაინის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის დიზაინის საქპატენტში რეგისტრაციის ფაქტს; თ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს დიზაინის რეგისტრაციას; ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად დიზაინის რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა; კ) ჰააგის შეთანხმება – დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ჰააგის შეთანხმების 1960 წლის 28 ნოემბრის ჰააგის ან/და 1999 წლის 2 ივლისის ჟენევის აქტები; ლ) საერთაშორისო დიზაინი – ჰააგის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების გავრცელების მოთხოვნით საერთაშორისო ბიუროს მიერ რეგისტრირებული დიზაინი; მ) დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაცია – 1968 წლის 8 ოქტომბერს ხელმოწერილი დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ლოკარნოს შეთანხმებით შემოღებული საერთაშორისო კლასიფიკაცია; ნ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით; ო) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; პ) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; ჟ) სააპელაციო პალატა – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული, საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატა. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

რედაქციების შედარება

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასაქონლო ნიშნების პორტფელის მართვა (WIPO/საქპატენტი)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტელექტუალური საკუთრების პორტფელის მართვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • IP გაყიდვა და ტრანსფერი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • IP ცნობადობის ტრენინგი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №5

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-11-17
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დიზაინის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო
  • 3დიზაინი და მისი დაცვის კრიტერიუმები
  • 13პრიორიტეტი

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 75საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმართ „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“
  • 74საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმღები უწყება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁵ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 3—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
275742363²⁵114131332222
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …სასაქონლო ნიშნების შეს…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026