სასაქონლო ნიშნების შესახებ

მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს); გ) მადრიდის შეთანხმების ოქმი – „1989 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი;“ დ) საერთაშორისო კლასიფიკატორი – 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით მიღებული და ხელმოწერილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, ჟენევაში 1977 წლის 13 მაისს); დ 1 ) „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენცია – „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია 1972 წლის 30 ნოემბერს); ე) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს; ვ) განაცხადი – მოწმობის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ზ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას; თ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს განაცხადი მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით; ი) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი; კ) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი; ლ) (ამოღებულია); მ) სააპელაციო პალატა – „საქპატენტთან“ არსებული სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო; ნ) გაერთიანება – მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შექმნილია საქართველოს ან მისი წარმოშობის ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ო) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილი – სასაქონლო ნიშნის ნაწილი, რომელზედაც არ ვრცელდება მფლობელის განსაკუთრებული უფლებები; პ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონელი – საქონელი, რომელიც შეიცავს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს ან რომელზედაც დატანილია რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშანი, ან რომელსაც აქვს რეგისტრირებული მოცულობითი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ფორმა და რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან/და ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას, მიუხედავად ნიშანდების ადგილისა. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1922 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 სექ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 მარ. 2024
  2. „გ“ ქვეპუნქტში მადრიდის შეთანხმების „პროტოკოლი“ „ოქმით“ შეიცვალა, „მ“ ქვეპუნქტში სააპელაციო პალატის განმარტებას დაემატა სიტყვა „დაკავშირებით“, ხოლო ახალი „ო“ ქვეპუნქტით შემოვიდა სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილის ცნება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2751144439363²⁵21324222
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს სამოქალაქო…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა