Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებმუხლი 19

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

მუხლი 19. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2.სააგენტოს უფროსის კანდიდატურას შეარჩევს სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედის 7 წევრი: ა) სამსახურის უფროსი – სპეციალური კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (მას სპეციალური კომისიის წევრად ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე); გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; დ) საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე; ე) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვ) საქართველოს სახალხო დამცველი; ზ) საქართველოს მთავრობის  წარმომადგენელი.

3.სამსახურის უფროსი შეარჩევს და სპეციალურ კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსის არანაკლებ 3 კანდიდატურას. წარდგენილ კანდიდატურებს სპეციალური კომისიის სხდომაზე ერთდროულად ეყრება კენჭი. კენჭისყრა ფარულია. სპეციალური კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატურა, რომელიც სპეციალური კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს მიიღებს. თუ ვერცერთმა კანდიდატურამ ვერ მიიღო საჭირო რაოდენობის ხმა, განმეორებით ეყრება კენჭი საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატურას. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატურამ ვერ მიიღო საჭირო რაოდენობის ხმა ან ვერ გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატურა, სამსახურის უფროსი სპეციალურ  კომისიას 1 კვირის ვადაში წარუდგენს სხვა კანდიდატურებს. აღნიშნული პროცედურა მეორდება სააგენტოს უფროსის კანდიდატურის დამტკიცებამდე.

4.სპეციალური კომისიის მიერ დამტკიცებულ სააგენტოს უფროსის კანდიდატურას სპეციალური კომისია დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

5.სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს არანაკლებ 30 წლის, ქმედუნარიანი, უმაღლესი განათლების, საკომუნიკაციო ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შესაბამისი გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის გამოცდილება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა. სააგენტოს უფროსის თანამდებობა არ შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

6.სააგენტოს უფროსს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს, თუ: ა) მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ) მან დაიკავა მის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან იგი ახორციელებს მის თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას; ე) იგი გადადგა თანამდებობიდან; ვ) იგი გარდაიცვალა; ზ) იგი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის კანონით, სააგენტოს დებულებით ან სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; თ) იგი ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის კანონით, სააგენტოს დებულებით ან სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №539 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.

რედაქციების შედარება

1. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. სააგენტოს უფროსის კანდიდატურას შეარჩევს სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედის 7 წევრი: ა) სამსახურის უფროსი – სპეციალური კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (მას სპეციალური კომისიის წევრად ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე); გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; დ) საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოებისუშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე; ე) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვ) საქართველოს სახალხო დამცველი; ზ) საქართველოს მთავრობის  წარმომადგენელი. 3. სამსახურის უფროსი შეარჩევს და სპეციალურ კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსის არანაკლებ 3 კანდიდატურას. წარდგენილ კანდიდატურებს სპეციალური კომისიის სხდომაზე ერთდროულად ეყრება კენჭი. კენჭისყრა ფარულია. სპეციალური კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატურა, რომელიც სპეციალური კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს მიიღებს. თუ ვერცერთმა კანდიდატურამ ვერ მიიღო საჭირო რაოდენობის ხმა, განმეორებით ეყრება კენჭი საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატურას. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატურამ ვერ მიიღო საჭირო რაოდენობის ხმა ან ვერ გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატურა, სამსახურის უფროსი სპეციალურ  კომისიას 1 კვირის ვადაში წარუდგენს სხვა კანდიდატურებს. აღნიშნული პროცედურა მეორდება სააგენტოს უფროსის კანდიდატურის დამტკიცებამდე. 4. სპეციალური კომისიის მიერ დამტკიცებულ სააგენტოს უფროსის კანდიდატურას სპეციალური კომისია დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 5. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს არანაკლებ 30 წლის, ქმედუნარიანი, უმაღლესი განათლების, საკომუნიკაციო ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შესაბამისი გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის გამოცდილება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა. სააგენტოს უფროსის თანამდებობა არ შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 6. სააგენტოს უფროსს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს, თუ: ა) მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ) მან დაიკავა მის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან იგი ახორციელებს მის თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას; ე) იგი გადადგა თანამდებობიდან; ვ) იგი გარდაიცვალა; ზ) იგი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის კანონით, სააგენტოს დებულებით ან სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; თ) იგი ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის კანონით, სააგენტოს დებულებით ან სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №539 – ვებგვერდი, 14.05.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 14 მაი. 2025
წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-05-14
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 20სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილეები

კონკურენციის შესახებ

  • 17¹სააგენტოს თავმჯდომარე
  • 17სააგენტოს საქმიანობის პრინციპები

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 6სააგენტოს უფროსი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 9სააგენტოს უფროსი
  • 10სააგენტოს უფროსის მოადგილეები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 24სააგენტოს თავმჯდომარე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 7სააგენტოს მართვა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 8სააგენტოს ხელმძღვანელობა; სააგენტოს მოსამსახურე და მისი სამართლებრივი სტატუსი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 7სააგენტოს მართვა და ხელმძღვანელობა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 32სამსახურის ხელმძღვანელობა

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 8სააგენტოს დირექტორი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8891017¹1772063272419
მნიშვნელობით ახლოსკონკურენციის შესახებდეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს დაზვერვის …საჯარო შესყიდვების შეს…საჯარო სამართლის იურიდ…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025