Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებმუხლი 6

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობისა და უფლებამოსილების ფარგლები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სააგენტო ანგარიშვალდებულია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე. სააგენტოს უფლებამოსილება, ორგანიზება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

2.სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სააგენტოს სახელწოდებით, აგრეთვე საკუთარი სიმბოლოები, რომელთა ნიმუშებსა და გამოყენების წესს შეიმუშავებს და ნორმატიული აქტით ამტკიცებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3.სააგენტოს ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.

4.სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს საზღვრების გარეთ, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

5.სააგენტო ამზადებს სადაზვერვო ინფორმაციას მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე და მას წარუდგენს/აწვდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს.

6.სააგენტო თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად: ა) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებს; ბ) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის აუცილებელ, სპეციალურ პროგრამებს; გ) ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობს პირებთან; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ, ორგანიზაციულ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. ამ მიზნით იგი ახორციელებს ოპერატიულ და საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებებს; ე) სააგენტოს მოსამსახურეების, ოპერატიული ინფორმაციის წყაროების, საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყენებს აუცილებელი ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური და საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსს; ვ) აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს სააგენტოს დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფვრას, მათ შორის, სათანადო დოკუმენტების, სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნებისა და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებით; ზ) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს; თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისგან იცავს სააგენტოს მოსამსახურეებს, ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას; ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; კ) ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას; ლ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს; მ) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის ან/და იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებსა და შიფრებს; ნ) სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, დებს ხელშეკრულებებს საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა); ო) სააგენტოს ქონების, ობიექტების, ინფორმაციისა და მოსამსახურეების დაცვის უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით თანამშრომლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან; პ) სააგენტოს ისტორიული და მეცნიერული ღირებულების მქონე დოკუმენტებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაიდუმლოების შემდეგ მუდმივი შენახვისთვის გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს; ჟ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან; რ) მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით ქმნის, აგზავნის, იღებს და ინახავს ნებისმიერ დოკუმენტს (მათ შორის, საარქივო მასალას), აგრეთვე იყენებს პირად ხელმოწერას, ელექტრონულ ხელმოწერას/ელექტრონულ შტამპს და ელექტრონულ სანდო მომსახურებას.

7.სააგენტოს დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს სააგენტოს საკადრო შემადგენლობისა და იმ პირების ან/და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სააგენტოსთან, აგრეთვე მონაცემებს სააგენტოს მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების თაობაზე, სააგენტოს არქივში ინახება და განსაიდუმლოებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

8.სააგენტო უფლებამოსილია თავისი საქმიანობის განხორციელებისას შეიძინოს, შექმნას და დაამზადოს სპეციალური დანიშნულების მოწყობილობები და სისტემები და ექსპლუატაცია გაუწიოს მათ.

9.სააგენტო ახორციელებს აგრეთვე სხვა საქმიანობას, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს ამ კანონიდან. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1239 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4330 – ვებგვერდი, 07.03.2019წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1723 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1469 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 1 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ივლ. 2025 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2026
  2. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  3. 21 სექ. 2022
  4. 7 მარ. 2019
  5. 8 ოქტ. 2013

    მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტში ანგარიშვალდებულება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინაშეა, მე-5 პუნქტში ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი იღებს, ხოლო მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ეროვნულ სადაზვერვო პროგრამას პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს; ასევე ამოღებულია სიტყვა „ნორმატიული“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №18

  • 5 ცვლილება · ბოლო 1 აპრ. 2026
  • 10 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 9სააგენტოს უფროსი
  • 11სააგენტოს მოსამსახურეები
  • 1კანონის რეგულირების სფერო და დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 5სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები
  • 3სააგენტო
  • 8სააგენტოს უფლებამოსილებანი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 14¹სააგენტოს საქმიანობის მიზნები, მისი უფლებამოსილებები, მართვა და სტრუქტურა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 2საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 3დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 16სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის სფეროში

ვაზისა და ღვინის შესახებ

  • 3²სააგენტოს უფლებამოსილებანი

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

  • 17²დეპარტამენტის უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3²2491112538314¹17²166
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს დაზვერვის …საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სივრცის და…საქართველოს სახელმწიფო…დეპოზიტების დაზღვევის …ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026