დავით ბასილაია

ადვოკატი

იურისტიადვოკატი
  • ვერიფიცირებულია Legal.Ge-ის მიერ · 2026 წლის ოქტომბერი
  • 23 წლის გამოცდილება · ქართული, ინგლისური, რუსული
  • ზუგდიდი, თბილისი

ვარ იურისტი, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით კერძო და საჯარო სექტორში. ჩემი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კორპორაციული და სამეწარმეო სამართალი, გადახდისუუნარობა, სამოქალაქო სამართალი და სასამართლო დავები.

რაში დაგეხმარებათ

ბიოგრაფია

ვარ იურისტი, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით კერძო და საჯარო სექტორში. ჩემი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კორპორაციული და სამეწარმეო სამართალი, გადახდისუუნარობა, სამოქალაქო სამართალი და სასამართლო დავები.

პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ვმუშაობ კომპლექსურ კორპორაციულ საკითხებზე, მათ შორის კომპანიების მართვისა და რეორგანიზაციის, წილების და აქტივების გასხვისების, ხელშეკრულებების მომზადებისა და მოლაპარაკებების, ასევე სამართლებრივი რისკების შეფასების მიმართულებით.

მაქვს გადახდისუუნარობის საქმეებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის რეაბილიტაციისა და გაკოტრების პროცესებში.

ჩემთვის იურიდიული საქმიანობა გულისხმობს არა მხოლოდ სამართლებრივი პრობლემის სწორად იდენტიფიცირებას, არამედ კლიენტისთვის პრაქტიკული, რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტის მოძიებას.

პროფესიული კვალიფიკაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია8483იურისტიადვოკატისამოქალაქო სამართალი

მეტი ჩემ შესახებ

ფილოსოფია

ფილოსოფია

ჩემი პროფესიული მიდგომა ეფუძნება სამართლებრივი საკითხის სიღრმისეულ ანალიზს, რისკების სწორ შეფასებასა და პრაქტიკული გადაწყვეტის მოძიებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივად სწორი პოზიციის ჩამოყალიბება, არამედ ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც კლიენტის რეალურ ინტერესებს მაქსიმალურად შეესაბამება.

სხვა სპეციალისტები