გადაზღვევის ცნება და ადგილი სადაზღვევო საქმიანობაში
გადაზღვევა (რეინშურანსი) „დაზღვევის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ოპერაციაა: ასეთი ოპერაციის დროს მზღვეველი გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით ახორციელებს სადაზღვევო რისკისა და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვეველ კომპანიისთვის. სადაზღვევო საქმიანობა კი, კანონის განსაზღვრით, მზღვეველის საქმიანობაა, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან — ანუ გადაზღვევის ხელშეკრულებები სადაზღვევო ბაზრის ჩვეულებრივი ინსტრუმენტია.

