Legal.geმე ვარ მანუჩარ მამულაძე — ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
სპეციალიზაციის სფეროები
მე ვარ მანუჩარ მამულაძე — ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. იურიდიულ საქმიანობას ვეწევი 2011 წლიდან. 2011–2017 წლებში ვმუშაობდი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში იურისტად, ხოლო 2018 წლიდან ვახორციელებ დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას.
მაქვს კერძო სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. წარმოვადგენ როგორც ფიზიკური პირების, ისე კომპანიების ინტერესებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში. ჩემი პრაქტიკა მოიცავს უძრავი ქონებისა და ქონებრივ დავებს, კომერციულ და ბიზნეს დავებს, სახელშეკრულებო ურთიერთობებს, საბანკო და საგადასახადო დავებს, სახელმწიფო შესყიდვებს, მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ საკითხებსა და გადახდისუუნარობის წარმოებას.
კლიენტებს წარმოვადგენ საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში. ჩემი საქმიანობის მთავარი პრინციპებია — ადამიანი, კანონი, შედეგი.
ჩემი პროფესიული ფილოსოფია ეფუძნება სამ ძირითად ღირებულებას — ადამიანს, კანონს და შედეგს. ჩემთვის თითოეული საქმე პირველ რიგში არის კონკრეტული ადამიანის ან ბიზნესის რეალური პრობლემა, რომელიც მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას, პასუხისმგებლობასა და სამართლებრივად სწორ სტრატეგიას.
ვფიქრობ, ადვოკატის როლი მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობა არ არის. ჩემი მიზანია, კლიენტმა მკაფიოდ იცოდეს საკუთარი სამართლებრივი მდგომარეობა, შესაძლო რისკები და საქმის განვითარების რეალური პერსპექტივა. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია კლიენტთან ღია კომუნიკაცია, საქმის საფუძვლიანი ანალიზი და ისეთი სამართლებრივი გზის შერჩევა, რომელიც მაქსიმალურად ემსახურება მის ინტერესებს.
პროფესიულ საქმიანობაში ვხელმძღვანელობ დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერებისა და კონფიდენციალურობის პრინციპებით. ადამიანი, კანონი, შედეგი — ეს არის მიდგომა, რომელსაც ჩემს თითოეულ საქმეში მივყვები.