Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროფესიული თეატრების შესახებმუხლი 4

პროფესიული თეატრების შესახებ

მუხლი 4. პროფესიული თეატრების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა და გარანტიები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:თეატრი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროფესიული თეატრების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა ეფუძნება: ა) ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებაში ქართული თეატრის განსაკუთრებული როლისა და მნიშვნელობის აღიარებას; ბ) თეატრისა და თეატრალური საქმიანობის შემოქმედებით დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას; გ) შემოქმედებითი ნიჭის უნიკალურობის აღიარებას და მის რეალიზებაზე ზრუნვას; დ) პროფესიული თეატრების ფუნქციონირების სამართლებრივი, სოციალური და ფინანსურ-ეკონომიკური უზრუნველყოფის გარანტიას; ე) თეატრალური შემოქმედებით შეუზღუდავი სარგებლობის უფლებას; ვ) საავტორო და მომიჯნავე უფლებების განუხრელ დაცვას; ზ) მსოფლიო კულტურულ სივრცეში ქართული თეატრის პოპულარიზაციას.

2.სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) პროფესიული თეატრების საქმიანობის ძირითადი პრინციპების დაცვას და შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გარდა; ბ) თეატრალური საქმიანობისთვის სათანადო გარემოსა და პირობების შექმნას; გ) პროფესიული სახელმწიფო და მუნიციპალური თეატრების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ინვესტირებას პროფესიული თეატრების ფუნქციონირების და მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით; ე) პროფესიული კერძო და შერეული თეატრების ფუნქციონირების მიზნით მათთვის საინტერესო ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; ვ) ინოვაციური თეატრალური პროექტების შექმნისა და განხორციელების მიზნით თეატრის მოღვაწეების, ახალგაზრდა, ნიჭიერი დრამატურგებისა და შემსრულებლების მოზიდვასა და ხელშეწყობას; ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას; თ) საქართველოს თეატრალური მიღწევების პოპულარიზაციას მსოფლიო კულტურულ სივრცეში, საერთაშორისო და ადგილობრივი თეატრალური ფესტივალების, კონკურსების, დათვალიერებების, გასტროლების, მათ შორის, გაცვლითი გასტროლების, ორგანიზებასა და დაფინანსებას. თავი II პროფესიული თეატრების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

რედაქციების შედარება

1. პროფესიული თეატრების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა ეფუძნება: ა) ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებაში ქართული თეატრის განსაკუთრებული როლისა და მნიშვნელობის აღიარებას; ბ) თეატრისა და თეატრალური საქმიანობის შემოქმედებით დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას; გ) შემოქმედებითი ნიჭის უნიკალურობის აღიარებას და მის რეალიზებაზე ზრუნვას; დ) პროფესიული თეატრების ფუნქციონირების სამართლებრივი, სოციალური და ფინანსურ-ეკონომიკური უზრუნველყოფის გარანტიას; ე) თეატრალური შემოქმედებით შეუზღუდავი სარგებლობის უფლებას; ვ) საავტორო და მომიჯნავე უფლებების განუხრელ დაცვას; ზ) მსოფლიო კულტურულ სივრცეში ქართული თეატრის პოპულარიზაციას. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) პროფესიული თეატრების საქმიანობის ძირითადი პრინციპების დაცვას და შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გარდა; ბ) თეატრალური საქმიანობისთვის სათანადო გარემოსა და პირობების შექმნას; გ) პროფესიული სახელმწიფო და მუნიციპალური თეატრების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ინვესტირებას პროფესიული თეატრების ფუნქციონირების და მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით; ე) პროფესიული კერძო და შერეული თეატრების ფუნქციონირების მიზნით მათთვის საინტერესო ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; ვ) ინოვაციური თეატრალური პროექტების შექმნისა და განხორციელების მიზნით თეატრის მოღვაწეების, ახალგაზრდა, ნიჭიერი დრამატურგებისა და შემსრულებლების მოზიდვასა და ხელშეწყობას; ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას; თ) საქართველოს თეატრალური მიღწევების პოპულარიზაციას მსოფლიო კულტურულ სივრცეში, საერთაშორისო და ადგილობრივი თეატრალური ფესტივალების, კონკურსების, დათვალიერებების, გასტროლების, მათ შორის, გაცვლითი გასტროლების, ორგანიზებასა და დაფინანსებას. თავი II პროფესიული თეატრების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თეატრისა და სცენის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროფესიული თეატრების შესახებ

  • 6პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური  თეატრების უფლება-მოვალეობანი
  • 2კანონის მიზანი და ამოცანები
  • 11პროფესიული თეატრის დაფინანსების წყაროები და ქონება

კულტურის შესახებ

  • 29კულტურისა და კულტურული მოღვაწეობის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
  • 30კულტურის დაცვისა და განვითარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

პროფესიული განათლების შესახებ

  • 2პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები
  • 21საქართველოს მთავრობა

ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 3კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი პრინციპები
  • 7კინოს სფეროში მოქმედი და მისი მხარდამჭერი სახელმწიფო დაწესებულება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 15საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • 31პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები

ტურიზმის შესახებ

  • 3ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3715312930621122134
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული თეატრების შ…კულტურის შესახებპროფესიული განათლების …ეროვნული კინემატოგრაფი…პროფესიული განათლების …ტურიზმის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025