„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 93. უმკვიდრო ქონების გადაცემა უფლებამოსილი სუბიექტებისათვის

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიამია ზოიძეირაკლი ღლონტი

1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ შემთხვევაში უმკვიდრო ქონება გადაეცემა უფლებამოსილ სუბიექტებს: ა) მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებას, თუ მამკვიდრებელი მათ რჩენაზე იმყოფებოდა; ბ) სახელმწიფოს, თუ ამ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სუბიექტებისათვის უმკვიდრო ქონების გადაცემის საფუძველი.

2.უმკვიდრო ქონების მიღების მიზნით უფლებამოსილი სუბიექტი ვალდებულია ნოტარიუსს მიმართოს განცხადებით. განცხადება შეიძლება შედგეს საჯარო ან კერძო აქტის ფორმით. განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის გასვლამდე, ისე ამ ვადის გასვლის შემდეგ.

3.მოწმობა უმკვიდრო ქონების უფლებამოსილი სუბიექტისათვის გადაცემის შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

4.მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის ვადის გასვლის შემდეგ, თუკი სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადება არ არის შეტანილი სანოტარო ბიუროში, და უფლებამოსილი სუბიექტი ითხოვს უმკვიდრო ქონების საკუთრებაში გადაცემას, ნოტარიუსი ვალდებულია, გამოაქვეყნოს საჯარო განცხადება უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შესახებ. განცხადებაში უნდა აღიწეროს საქმის გარემოებები და უნდა მიეთითოს სანოტარო ბიუროს მისამართი. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს პრესაში, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს სამჯერ არანაკლებ შვიდდღიანი შუალედებით. განცხადების გამოქვეყნების ხარჯებს იხდის უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც ითხოვს უმკვიდრო ქონების საკუთრებაში გადაცემას.

5.უმკვიდრო ქონების მიღებაზე უფლებამოსილმა სუბიექტმა – მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებამ ნოტარიუსს უნდა წარუდგინოს დოკუმენტი, რაც ადასტურებს ამ დაწესებულებათა მიერ მამკვიდრებლის რჩენის ფაქტს.

6.უმკვიდრო ქონების უფლებამოსილი სუბიექტისათვის გადაცემის შემთხვევაში საქმის გარემოებებიდან გამომდინარე გამოითხოვება სხვა დოკუმენტები (იურიდიული პირების შესახებ დოკუმენტაცია, უმკვიდრო ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და სხვა). თავი X დოკუმენტების, ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13436³33899178191131229192293
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სანოტარო მოქმედებათა შ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ქონების შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23