Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებმუხლი 18

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 18. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახური

რედაქცია №67 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო სხდომის მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ინიშნება 7 წლის ვადით. იგი შეიძლება განმეორებითი ვადითაც დაინიშნოს.

2.ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არის საქართველოს მოქალაქე, პროფესიონალი ეკონომიკის ან/და ფინანსების დარგში ან/და საბანკო საქმეში და გამორჩეული პატიოსნებით.

3.ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის) ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

4.ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ: ა) მას ამოეწურა უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა; ბ) იგი პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა თანამდებობიდან. ამის თაობაზე მან გადადგომამდე 1 თვით ადრე უნდა აცნობოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს; გ) მას წარმოეშვა ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობა; დ) იგი გარდაიცვალა.

5.ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებდა უფლებამოსილებას.

6.ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის საბჭოსა და ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის წინაშე.

7.ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია: ა) განახორციელოს ეროვნული ბანკის შიდა კონტროლის სისტემებისა და ოპერაციების პერიოდული აუდიტი; ბ) ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მოხსენების წარსადგენად შეადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და შეიმუშაოს რეკომენდაციები საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურების და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ; გ) ჩაატაროს ეროვნული ბანკის პერიოდული საფინანსო ანგარიშგებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 1 მარ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 17¹შემდეგი მუხლი 18¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №67

  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 17¹ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი
  • 7ეროვნული ბანკის მმართველობა
  • 59ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტი

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 10¹საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი

დაზღვევის შესახებ

  • 9²შიდა აუდიტი

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 6სააგენტოს უფროსი

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 23აუდიტის კომიტეტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 207თანამდებობის პირების გადადგომის ან მათი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის წესი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 68ეროვნული ბანკი

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 20შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 32სამსახურის ხელმძღვანელობა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁴დავების განმხილველი კომისია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10¹9²68202017¹75941⁴6322320718
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…უკანონო შემოსავლის ლეგ…დაზღვევის შესახებდეპოზიტების დაზღვევის …მიკრობანკების საქმიანო…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №67 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026