Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 54

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 54. მრავალჯერადი ყადაღის დადება და ფულად მოთხოვნათა აღსრულების რიგითობა

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:უძრავი ქონების აუქციონიქონების შეფასება და სააუქციონო მომზადებაპრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვასარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებიაქტივების დაბრუნებაგასაჩივრება და სამართლებრივი დაცვა აღსრულებისას

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქონებას ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ. ყადაღადადებულ ქონებას შეიძლება შემდეგ კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდეგი) კრედიტორის სასარგებლოდ. თუ ქონებას პირველი ყადაღა დაადო სხვა აღმასრულებელმა, მას უნდა ეცნობოს ყადაღის დადების რეგისტრაციის შესახებ.

2.ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა იარაღსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოში, სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში, ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე − ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში, საზღვაო ხომალდზე – საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, ფასიან ქაღალდზე – ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ შესაბამის პირთან, ხოლო სხვა ქონებაზე – საჯარო რეესტრში. აღსრულების რიგითობა განისაზღვრება ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის დროის მიხედვით (საათობრივად და წუთობრივად).

2¹.ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების აღსრულების რიგითობის განსაზღვრის მიზნებისათვის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების იძულებითი აღსრულებისას მოვალის ქონებაზე ყადაღა აღმასრულებლის მიერ დადებულად ითვლება აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტიდან.

3.ყადაღის რეგისტრაცია ხდება უშუალოდ ყადაღის დადების დამადასტურებელი დოკუმენტის (აქტის), ამ დოკუმენტის (აქტის) ელექტრონული ასლის, აგრეთვე ყადაღის დადების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე.

4.ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების რეალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ამ ქონებაზე აღსრულებას შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული. ქონების რეალიზაციის შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემდეგი კრედიტორის აღმასრულებელს. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1834 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3273 – ვებგვერდი, 04.07.2023წ. თავი X მოთხოვნათა აღსრულება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №112 · ძალაშია 4 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ივნ. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 4 ივლ. 2023
  2. 19 ნოე. 2019
  3. 17 იან. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014

    54-ე მუხლის მე-2 პუნქტში იარაღის გვერდით მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები შეიცვალა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებითა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებით.

  4. 17 მაი. 2012

    დაემატა 2¹ პუნქტი, რომელიც რიგითობის განსაზღვრისთვის ყადაღის დადების მომენტად ასეთი ბრძანების აღსრულებისას სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტს ადგენს.

  5. 22 დეკ. 2010

    54-ე მუხლის მე-3 პუნქტში ყადაღის რეგისტრაციის საფუძვლების ჩამონათვალს დაემატა ყადაღის დადების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა, ხოლო დაწყვილებული კავშირი „როგორც ... ისე“ ჩამონათვალით შეიცვალა.

  6. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    54-ე მუხლში ყადაღა შემდეგი კრედიტორის „სასარგებლოდ“ ედება და აქტში განცხადებას შეაქვს „აღმასრულებელი“; ამოღებულია მე-2 პუნქტის ნომერი და მე-3 პუნქტის ჩანაწერი.

  7. 1 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    54-ე მუხლის ბოლოდან ამოღებულია თავის სათაური „თავი X მოთხოვნათა აღსრულება“.

  8. 16 დეკ. 2000

    54-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულია და მასთან ერთად ამონაგების პროპორციულად განაწილების წესი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 53შემდეგი მუხლი 55

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაყადაღების პროცედურები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მესამე პირებთან არსებული უფლებების დაყადაღება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მოსავლის უზრუნველყოფა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოძრავი და უძრავი ქონების ყადაღა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 8 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2023
  • 13 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2საგზაო მოძრაობის შ… 53

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 59მრავალჯერადი ყადაღა. უარი ყადაღადადებულ მოთხოვნაზე
  • 56ყადაღის დადების განკარგულება
  • 60ვინდიკაციების ყადაღის დადება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 157ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი
  • 151ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი
  • 152ქონებაზე ყადაღის დადებისას უფლებამოსილებათა შეზღუდვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 387ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა
  • 202მოთხოვნის მფლობელთა რიგითობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 241ქონებაზე ყადაღის დადება
  • 242ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 7ყადაღის რეგისტრაციის და რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რიგითობა

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 29ყადაღის რეესტრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25956602938720215715115224124275354
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026