Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 27

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 27. მიკრობანკის საქმიანი ურთიერთობა კლიენტთან

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:სანქციებიფულის გათეთრებისა და კლიენტის იდენტიფიკაციასავალუტო ოპერაციებიფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციაბირჟაზე რეგისტრაცია და KYCგადახდის მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მიკრობანკი ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებისა და „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების შესაბამისად.

2.მიკრობანკი ვალდებულია თავის კლიენტთან/მომსახურების მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და კლიენტის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემოწმებისას იცოდეს მისი ვინაობა, საქმიანობა და ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით ამ საქმიანობის რისკის დონე. მიკრობანკი ასევე ვალდებულია, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, განსაზღვროს თავისი კლიენტის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ.

3.საქართველოში მოქმედი მიკრობანკი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს სხვა, დამატებითი ინფორმაცია და მოითხოვოს მისი წარდგენა.

4.საქართველოში მოქმედი მიკრობანკი უფლებამოსილია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. მიკრობანკი ვალდებულია თავის კლიენტს გაუხსნას „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 20 2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საგადახდო ანგარიში, თუ ამ ვალდებულების შესრულება არ იწვევს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევას.

5.მიკრობანკი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას ანგარიშის გახსნაზე ან დაუხუროს არსებული ანგარიში, თუ ეს პირი უარს აცხადებს მიკრობანკისთვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე.

6.მიკრობანკი, რომელიც არის „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი, ვალდებულია აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები განახორციელოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად.

წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მექრთამეობის პრევენცია5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფინტექ რეგულატორული შესაბამისობა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • CCPA შესაბამისობა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 32ანგარიშგება და ინსპექტირება
  • 25მიკრობანკის საქმიანობის ზოგადი პრინციპები
  • 31ფინანსური ანგარიშგება და აუდიტ ი

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 21¹კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 22საკორესპონდენტო ურთიერთობა
  • 12პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესი
  • 39თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10ინფორმაციის კონფიდენციალობა
  • 8სათანადო პროცედურები, აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 71საბანკო დაწესებულების ვალდებულებები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 50მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობა

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 23პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10821¹50712322123932253127
მნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…მიკრობანკების საქმიანო…ფულის გათეთრებისა და ტ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026