Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 21¹

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 21¹. კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოება

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:სანქციებისავალუტო ოპერაციებიფულის გათეთრებისა და კლიენტის იდენტიფიკაციაბირჟაზე რეგისტრაცია და KYCპრივატ ბანკინგიფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹345

1.კომერციული ბანკი ანგარიშის გახსნის პროცედურას ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების შესაბამისად.

2.კომერციულმა ბანკმა თავისი მომსახურების მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობის პერიოდში და მის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემოწმებისას უნდა იცოდეს თავისი მომსახურების მომხმარებლის ვინაობა, საქმიანობა და ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით ამ საქმიანობის რისკის დონე. კომერციული ბანკი აგრეთვე ვალდებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვროს კლიენტის საგადასახადო რეზიდენტობა და მოიპოვოს ინფორმაცია პირის შესაბამისი სტატუსის შესახებ.

2¹.თუ კომერციული ბანკი არის „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტი, იგი ვალდებულია აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები განახორციელოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად.

3.საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ და მოითხოვონ სხვა დამატებითი ინფორმაცია.

4.საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტს გაუხსნას „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 20 2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიში, თუ ამ ვალდებულების შესრულება არ იწვევს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევას.

5.კომერციული ბანკი უფლებამოსილია პირს ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრას ან არსებული ანგარიში დაუხუროს, თუ პირი უარს აცხადებს კომერციული ბანკისთვის „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი  შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიწოდებაზე. საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4519 - სსმ I, №9 31.03.2007 წ., მუხ.84 საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის  კანონი №4459 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1895 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5228 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1802 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2144 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №45 · ძალაშია 16 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 დეკ. 2022 – 1 აგვ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მექრთამეობის პრევენცია6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • CCPA შესაბამისობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №53

  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 10¹მოთხოვნები კომერციული ბანკის შვილობილი საწარმოს მიმართ, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქმიანობას
  • 19საბანკო საქმიანობის ზოგადი პრინციპები
  • 29ანგარიშგება და ინსპექტირება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 27მიკრობანკის საქმიანი ურთიერთობა კლიენტთან

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 22საკორესპონდენტო ურთიერთობა
  • 12პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესი

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 16კონფიდენციალობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 71საბანკო დაწესებულების ვალდებულებები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 20²რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში გახსნილ ანგარიშზე წვდომა
  • 16ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10ინფორმაციის კონფიდენციალობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1517საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დანერგვის უზრუნველყოფა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1610151710¹19297120²1622122721¹
მნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…ფულის გათეთრებისა და ტ…არასაბანკო სადეპოზიტო …საქართველოს საგადასახა…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026