მორიგი ყოველწლიური შვებულება შს ორგანოს თანამშრომელს ეძლევა: – 10 წლამდე სამსახურისათვის – 30 კალენდარული დღე; – 10-დან 15 წლამდე სამსახურისათვის – 35 კალენდარული დღე; – 15-დან 20 წლამდე სამსახურისათვის – 40 კალენდარული დღე; – 20 წლის სამსახურის შემდეგ – 45 კალენდარული დღე. ყოველწლიური მორიგი შვებულება შს თანამშრომლებს ეძლევათ კალენდარული წლის განმავლობაში შვებულების გრაფიკის შესაბამისად. ცალკეულ შემთხვევებში, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე უფროსის ბრძანებით, პირს ყოველწლიური გამოუყენებელი წინა წლის შვებულება შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის 1-ლ კვარტალში. ყოველწლიური მორიგი შვებულების ხანგრძლივობა შს ორგანოს ახლად მიღებული თანამშრომლისათვის გამოითვლება პროპორციულად, გამომუშავებული დროის ანგარიშიდან: ორ-ნახევარი დღე სამსახურის ყოველ სრულ თვეზე მიღების დღიდან. ამიტომ შს ორგანოს თანამშრომელს, რომელსაც უფლება აქვს 10 დღეზე მეტი ხანგრძლივობის შვებულების მიღებისა, უნაზღაურდება მგზავრობის ღირებულება შვებულების გატარების ადგილამდე და უკან მგზავრობის ღირებულება, ამასთან ემატება დღეები მგზავრობისათვის. 10 დღეზე ნაკლები შვებულება შს ორგანოს თანამშრომელს მისი სურვილისამებრ შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის შვებულებასთან ერთად. შს ორგანოს თანამშრომლებს, რომლებიც უნდა დაითხოვონ სამსახურიდან (გარდა უარყოფითი მოტივებით დასათხოვი პირებისა), თავიანთი სურვილით შეუძლიათ ისარგებლონ მორიგი ყოველწლიური შვებულებით. ორ წელიწადში ერთხელ შს ორგანოს თანამშრომლის ოჯახის ერთ-ერთ წევრს უხდიან შვებულების გატარების ადგილამდე და უკან მგზავრობის ღირებულებას. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №669 - სსმ III, №173, 06.12.2007წ., მუხ.1913
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 50. მორიგი ყოველწლიური ფასიანი შვებულება
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
14 აგვ. 2000 – ახლა ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

