შს ორგანოს თანამშრომლებისათვის განისაზღვრება შემდეგი სახის შვებულებები ხელფასის შენარჩუნებით: – მორიგი ყოველწლიური; – მოკლევადიანი; – ავადმყოფობის გამო; – სასწავლო – საქართველოს შსს სასწავლებლებში სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით; – საქართველოს შსს სასწავლებლების დამთავრების გამო. გარდა ამისა, შს ორგანოს თანამშრომელს ეძლევა ბავშვის დაბადებასთან და მოვლასთან დაკავშირებული, აგრეთვე შემოქმედებითი, სასწავლო და სხვა სახის შვებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით არ შეიძლება. შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება კალენდარული დღეებით. სადღესასწაულო და არასამუშაო დღე (არა უმეტეს 10 დღისა) მორიგი ყოველწლიური შვებულების განსაზღვრისას არ ითვლება. შს ორგანოს თანამშრომელს აძლევენ ფულად კომპენსაციას შვებულების გატარების ადგილამდე და უკან მგზავრობისათვის შემდეგი სახის შვებულებებისას: – მორიგი ყოველწლიური; – ავადმყოფობის გამო; – სასწავლო – საქართველოს შსს სასწავლებლებში სასწავლო წლის დამთავრების გამო; – საქართველოს შსს სასწავლებლების დამთავრებასთან დაკავშირებით. შს ორგანოს თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს მორიგი და დამატებითი შვებულებით არა უმეტეს 45 კალენდარული დღისა. როგორც გამონაკლისი, უშუალო უფროსის თანხმობით, პირს უფლება ეძლევა შვებულებით ისარგებლოს ორჯერ, მგზავრობის ღირებულების ერთხელ გადახდით შვებულების გატარების ადგილამდე. შს ორგანოს თანამშრომელს მორიგ, სასწავლებლის დამთავრებასთან დაკავშირებულ მოკლევადიან ან ავადმყოფობით გამოწვეულ ზევადიან შვებულებაზე (საქართველოს ფარგლებში) ეძლევა დღეების დამატებითი ანაზღაურება შვებულების გატარების ადგილამდე და უკან მგზავრობისათვის. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 4 დეკემბრის ბრძანებულება №669 - სსმ III, №173, 06.12.2007წ., მუხ.1913
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 49. შვებულება
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
14 აგვ. 2000 – ახლა ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

