Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 55

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 55. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:გადაწყვეტილების აღსრულებატრანსსასაზღვრო აღსრულებაუცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე არ აღსრულდება, თუ: ა) ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც პირს უცხო სახელმწიფოში შეეფარდა სასჯელი, დანაშაულად არ ითვლება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და პირი, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა განაჩენი, არ დაექვემდებარებოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ან დასჯას ქმედების საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევაში; ბ) უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულება ეწინააღმდეგება საქართველოს სამართლებრივი სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს; გ) დანაშაულს, რომელთან დაკავშირებითაც უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, საქართველო მიიჩნევს პოლიტიკურ ან სამხედრო დანაშაულად; დ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ განაჩენი გამოტანილ იქნა ან პირის მდგომარეობა დამძიმდა მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო; ე) უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულება ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს; ვ) საქართველოს შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ სამართალწარმოებას იმავე დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის მიმართ განაჩენის აღსრულება; ზ) იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება განაჩენის აღსრულება, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ; თ) იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება განაჩენის აღსრულება, საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ; ი) დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება განაჩენის აღსრულება, ჩადენილია შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს ტერიტორიის გარეთ; კ) საქართველოს არ შეუძლია უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულება; ლ) საქართველოს შესაბამისი ორგანო მიიჩნევს, რომ უცხო სახელმწიფოს თავად შეუძლია თავისი უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულება; მ) იმ დანაშაულისათვის, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება განაჩენის აღსრულება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გასულია ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სასჯელის მოხდისგან; ნ) უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე სასჯელის სახით პირის მიმართ გამოყენებულია მხოლოდ თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

2.გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ასევე არ აღსრულდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში.

წინა მუხლი 54შემდეგი მუხლი 56

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უცხოური გადაწყვეტილების აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 50

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 47საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება (გარდა ქონების ჩამორთმევისა)
  • 53სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა
  • 49საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად (გარდა ქონების ჩამორთმევისა) გადაგზავნის პირობები

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 68უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა
  • 70უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 283¹საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა
  • 290უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება
  • 289უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან დაკავშირებული პროცედურა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 49საქართველოდან გასვლაზე უარის თქმა
  • 57¹იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სასჯელად საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაენიშნა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 45საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პირობები
  • 46თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4546283¹2902896870504753494957¹55
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს სისხლის სა…უცხოელთა და მოქალაქეობ…სისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025