საქართველოს საპატენტო კანონი

მუხლი 46¹. საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიება

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 თებ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიების განხორციელება. მისი მოთხოვნის შესაბამისად, შეიძლება განხორციელდეს: ა) ტექნიკის დონის ძიება − გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმების – სიახლისა და საგამომგონებლო დონის − შესახებ ინფორმაციის მოძიება. ამ ძიების ფარგლებში პირმა შეიძლება მოითხოვოს: ა.ა) სიახლისა და საგამომგონებლო დონის შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება; ა.ბ) სიახლისა და საგამომგონებლო დონის შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მიმოხილვა; ბ) პატენტის მფლობელის ან/და განმცხადებლის მიხედვით ძიება − განაცხადის ან პატენტის შესახებ ინფორმაციის მოძიება კონკრეტული პატენტის მფლობელის ან/და განმცხადებლის მიხედვით; გ) მოქმედების თავისუფლების ძიება − კონკრეტულ პროდუქტთან ან პროცესთან დაკავშირებული, შესაბამის ტერიტორიაზე ძალის მქონე პატენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება. ამ ძიების ფარგლებში პირმა შეიძლება მოითხოვოს: გ.ა) კონკრეტულ პროდუქტთან ან პროცესთან დაკავშირებული, შესაბამის ტერიტორიაზე ძალის მქონე პატენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება; გ.ბ) კონკრეტულ პროდუქტთან ან პროცესთან დაკავშირებული, შესაბამის ტერიტორიაზე ძალის მქონე პატენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მიმოხილვა; დ) პატენტანალოგის მიხედვით ძიება − კონკრეტულ განაცხადთან ან პატენტთან საერთო პრიორიტეტის მქონე სხვა განაცხადის ან პატენტის შესახებ ინფორმაციის მოძიება.

2.პირი ვალდებულია საქპატენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიების განხორციელებისთვის გადაიხადოს შესაბამისი საფასური.

3.საქპატენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებულ ძიებას ახორციელებს მისთვის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზების საფუძველზე. საქპატენტი არ არის პასუხისმგებელი მოძიებული ინფორმაციის სრულყოფილებისთვის. საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიების შედეგს ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი ქმედებების მიმართ სამართლებრივი ძალა არ აქვს.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიება (მომსახურება) შეიძლება განხორციელდეს სტანდარტული პროცედურითა და დაჩქარებული პროცედურით.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ძიების განხორციელების ვადა, წესი და პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 თებერვლიდან)] საქართველოს 2026 წლის 27 ოქტომბრის კანონი №1895 – ვებგვერდი, 30.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2025 – 1 თებ. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 25 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 24 თებ. 1999 – 25 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ოქტ. 2026

    ახალი 46¹ მუხლი აწესრიგებს საპატენტო ინფორმაციასთან დაკავშირებულ ძიებას: ძიების სახეებს, საფასურის გადახდის ვალდებულებას, საქპატენტის პასუხისმგებლობის ფარგლებს, პროცედურის სახეებს და ინსტრუქციით დასარეგულირებელ საკითხებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1242¹4018¹121115363²⁸21¹7011446¹
მნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს სამოქალაქო…ინტეგრალური მიკროსქემი…პატენტით დაცული გამოგო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა