სასაქონლო ნიშნების შესახებ

მუხლი 18¹. წინასწარი ძიება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, მიმართოს საქპატენტს წინასწარი ძიების მომსახურების მიღების მიზნით, რათა დადგინდეს, არის თუ არა კონკრეტული სიმბოლოს ან სიმბოლოთა ერთობლიობის იდენტური სასაქონლო ნიშანი დაცული საქართველოში (საქპატენტში რეგისტრაციის ან საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გავრცელების გზით) ან/და არის თუ არა საქპატენტში წარდგენილი განაცხადი იმავე სიმბოლოს ან სიმბოლოთა ერთობლიობის იდენტური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან/და საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მისთვის საქართველოში დაცვის მინიჭების მოთხოვნის შესახებ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქპატენტი ახორციელებს წინასწარ ძიებას და მის შედეგს დაინტერესებულ პირს აცნობებს.

3.წინასწარი ძიების განხორციელებისთვის დადგენილი საფასური გადაიხდება შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა განუხილველი დარჩება.

4.წინასწარი ძიების განხორციელების წესი დგინდება ინსტრუქციით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 27 ოქტომბრის კანონი №1896/1 – ვებგვერდი, 30.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2024 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2024 – 1 ნოე. 2024 ტექსტი უცნობია

  3. 24 თებ. 1999 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ოქტ. 2026

    დაემატა 18¹ მუხლი, რომელიც აწესრიგებს საქპატენტში წინასწარი ძიების მომსახურებას: მიმართვის უფლებას (პირველი პუნქტი), 10 სამუშაო დღის ვადას (მე-2 პუნქტი), საფასურის გადახდის 15 კალენდარული დღის ვადას და გადაუხდელობის შედეგს (მე-3 პუნქტი) და ინსტრუქციით წესის დადგენას (მე-4 პუნქტი).

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46¹30751192221¹22¹131530818¹
მნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს საპატენტო …ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქონლის ადგილწარმოშობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა