1.სასარგებლო მოდელი, რომელსაც აქვს გამოგონებაზე ნაკლები საგამომგონებლო დონე და თავისი არსით არის მცირე გამოგონება, დაცვისუნარიანია, თუ ის აკმაყოფილებს სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას.
2.სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ ის არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს.
3.სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამის დარგში გათვითცნობიერებული პირისთვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან.
4.სასარგებლო მოდელს აქვს სამრეწველო გამოყენებადობა, თუ შესაძლებელია მისი მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში დამზადება ან გამოყენება.
4¹.სასარგებლო მოდელის განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებისას საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა საგამომგონებლო დონის შეფასებისა.
5.სასარგებლო მოდელის მოწმობის მოქმედების ვადაა 10 წელი განაცხადის შეტანის თარიღიდან.
6.თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასარგებლო მოდელისათვის გამოიყენება ამ კანონით გამოგონების შექმნის, ექსპერტიზის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისათვის დადგენილი ნორმები.
6¹.ამ კანონით გამოგონების შექმნისთვის, ექსპერტიზისთვის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისთვის დადგენილ სათანადო ნორმებში სასარგებლო მოდელთან მიმართებით გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ტერმინი − „სასარგებლო მოდელი“, „სასარგებლო მოდელის მოწმობა“.
7.(ამოღებულია - 16.05.2023, №2883) .
8.(ამოღებულია - 16.05.2023, №2883) .
9.სასარგებლო მოდელის განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასარგებლო მოდელი, რომელსაც აქვს გამოგონებაზე ნაკლები საგამომგონებლო დონე და თავისი არსით არის მცირე გამოგონება, დაცვისუნარიანია, თუ ის აკმაყოფილებს სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას.2. სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ ის არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს.3. სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამის დარგში გათვითცნობიერებული პირისთვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან.4. სასარგებლო მოდელს აქვს სამრეწველო გამოყენებადობა, თუ შესაძლებელია მისი მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში დამზადება ან გამოყენება.4 1 . სასარგებლო მოდელის განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებისას საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა საგამომგონებლო დონის შეფასებისა.5. სასარგებლო მოდელის მოწმობის მოქმედების ვადაა 10 წელი განაცხადის შეტანის თარიღიდან.6. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასარგებლო მოდელისათვის გამოიყენება ამ კანონით გამოგონების შექმნის, ექსპერტიზის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისათვის დადგენილი ნორმები.6 1 . ამ კანონით გამოგონების შექმნისთვის, ექსპერტიზისთვის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისთვის დადგენილ სათანადო ნორმებში სასარგებლო მოდელთან მიმართებით გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ტერმინი − „სასარგებლო მოდელი“, „სასარგებლო მოდელის მოწმობა“.7. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) .8. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) .9. სასარგებლო მოდელის განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
12 მაი. 2000 – 24 მაი. 2010მუხლი კანონში არ იყო
24 თებ. 1999 – 12 მაი. 2000ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2023
ამოღებულია მე-7 პუნქტი (არსობრივი ექსპერტიზისას განმცხადებლისთვის გასაგზავნი გადაწყვეტილებების შეზღუდვა 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით) და მე-8 პუნქტი (სიახლის კვლევის შეზღუდვა მხოლოდ საქპატენტში შეტანილი განაცხადებით).
71¹ მუხლის მე-3 პუნქტში „პრიორიტეტის დადგენის თარიღისთვის“ შეიცვალა „პრიორიტეტის თარიღისთვის“; სასარგებლო მოდელის საგამომგონებლო დონის კრიტერიუმი არსობრივად უცვლელია.