1.„დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს დანართი №24 6 -ით გათვალისწინებულ „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმს.
2.„დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმში აისახება შესწავლის შედეგად გამოვლენილ ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაცია.
3.შესწავლის შედეგად მიღებული შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც თანხვედრაშია „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ არსებულ ინფორმაციასთან, აღნიშნულ ოქმში არ აისახება, შეუვსებელი ველები გადაიხაზება და კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4.„დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმი შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 21 იანვრის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 22.01.2021წ. დანართი №24 6 (თან ერთვის თანდართული ფაილის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 21 იანვრის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 22.01.2021წ.

