საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 238. დასაბეგრი ოპერაციის დრო

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება: ა) საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტი; ბ) საქონლის მიწოდებისას, რომელსაც თან ახლავს გადატვირთვა – საქონლის გადატვირთვის მომენტი.

2.თუ საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად, საქონლის მიწოდება შესრულებულად ითვლება ამ ოპერაციის ნებისმიერი ნაწილისათვის ყოველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ან გადახდის მომენტში, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა.

3.თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად, მომსახურების გაწევა შესრულებულად ითვლება ამ ოპერაციის ნებისმიერი ნაწილისათვის ყოველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ან გადახდის მომენტში, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა.

4.ამ კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით არაეკონომიკური საქმიანობისათვის საქონლის/მომსახურების გამოყენებისას, რომლებზედაც პირს ჩათვლილი აქვს დღგ, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის/მომსახურების გამოყენების დაწყების მომენტი.

5.ამ კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება თანამშრომელთათვის საქონლის/მომსახურების მიწოდების დრო.

6.ამ კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის დღისათვის გადასახადის გადამხდელთან არსებულ საქონლის ნაშთზე დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის დღის წინა დღე.

7.დღგ-ის გადამხდელის მიერ ქონების იჯარით გადაცემისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადები, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება: ა) საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტი; ბ) საქონლის მიწოდებისას, რომელსაც თან ახლავს გადატვირთვა – საქონლის გადატვირთვის მომენტი. 2. თუ საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად, საქონლის მიწოდება შესრულებულად ითვლება ამ ოპერაციის ნებისმიერი ნაწილისათვის ყოველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ან გადახდის მომენტში, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა. 3. თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად, მომსახურების გაწევა შესრულებულად ითვლება ამ ოპერაციის ნებისმიერი ნაწილისათვის ყოველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ან გადახდის მომენტში, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა. 4. ამ კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით არაეკონომიკური საქმიანობისათვის საქონლის/მომსახურების გამოყენებისას, რომლებზედაც პირს ჩათვლილი აქვს დღგ, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის/მომსახურების გამოყენების დაწყების მომენტი. 5. ამ კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება თანამშრომელთათვის საქონლის/მომსახურების მიწოდების დრო. 6. ამ კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის დღისათვის გადასახადის გადამხდელთან არსებულ საქონლის ნაშთზე დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება რეგისტრაციის გაუქმების ძალაში შესვლის დღის წინა დღე. 7. დღგ-ის გადამხდელის მიერ ქონების იჯარით გადაცემისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადები, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №56 · ძალაშია 1 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2010 – 1 იან. 2011 ტექსტი უცნობია

  2. 22 დეკ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
  2. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    238-ე მუხლის მე-7 ნაწილში იჯარის გადაცემისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროის წესი გავრცელდა ლიზინგზეც.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22524816318416417 (დ…48¹ (…72 (დ…48² (…24262762151146238
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს საბაჟო კოდ…