Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 22¹ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 22¹ (დანართი 1). სავარაუდო დარიცხვა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹44¹5

1.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული  ინფორმაციის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ: ა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება; ბ) პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (ავტომატური დეკლარირება).

2.ავტომატური დეკლარირების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პირმა წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დასარიცხი გადასახადის/მოსაკრებლის თანხა საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული სავარაუდო დარიცხვის თანხის ტოლია.

3.სავარაუდო დარიცხვა შეიძლება გაუქმდეს შესწორებითი დარიცხვით: ა) საგადასახადო შემოწმების შედეგების საფუძველზე მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: გ.ა) პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გზით. ამ შემთხვევაში, პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება; გ.ბ) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით.

3¹.სავარაუდო დარიცხვის თაობაზე პირს ეცნობება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, პირი უფლებამოსილია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავარაუდო დარიცხვა.

4.სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გარდა, საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის არსებობის შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხის წარმოშობის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენამდე, შესაბამისი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება სავარაუდო დარიცხვა ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული  სალდირებული ზედმეტობის ფარგლებში, ხოლო სხვა სათანადო ინფორმაციის გამოვლენის/წარდგენის  შემთხვევაში – შესწორებითი დარიცხვა.

4¹.სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე, სახელმწიფოს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ჩამოეწეროთ პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.

5.ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ამავე ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისათვის ლიკვიდირებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, არსებული ზედმეტობა გაუქმებულად ითვლება და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება შესაბამისი კორექტირება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 30.09.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №260 – ვებგვერდი, 14.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 22 მაისის ბრძანება №149 - ვებგვერდი, 23.05.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 16 ივლისის ბრძანება №221 - ვებგვერდი, 17.07.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 28.01.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №414 - ვებგვერდი, 07.01.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №329 · ძალაშია 30 ნოე. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 22 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 22² (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 15 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 7¹ (დანართი 1)საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხული პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება
  • 5 (დანართი 1)საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა
  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 66¹სავარაუდო დარიცხვა
  • 61გადასახადის დარიცხვა
  • 69საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 11თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 94დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვა
  • 112აღრიცხვა
  • 91რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 204¹ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
204¹21⁴⁶1166¹61697¹ (დ…5 (და…17 (დ…941129122¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026