Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 100

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 100. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინი ჭება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
თემები:მეწარმის ვიზებიკრიპტო ლიცენზირებასაგადასახადო დეკლარირებაბიზნესის დაფუძნებასპეციალური კატეგორიებიკორპორაციული მიგრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.მეწარმე სუბიექტების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად მეწარმე სუბიექტს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს მის საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას).

2.საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, რომელსაც ამ კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად წარმოეშობა მუდმივი დაწესებულება საქართველოში ან საწარმო/ორგანიზაცია, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა, ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით.

3.უცხოური საწარმოს ფილიალის, რომელიც ექვემდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ფილიალის რეგისტრაციასთან ერთად. ამასთანავე, თუ აღნიშნული უცხოური საწარმო იმყოფებოდა საგადასახადო აღრიცხვაზე ფილიალის რეგისტრაციამდე და საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი ან თუ ორი და მეტი ფილიალი დარეგისტრირდა, პირველად მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი უცვლელი რჩება.

4.საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე, გარდა ისეთი ეკონომიკური საქმიანობისა, რომლის შედეგად მიღებული შემოსავალი ამ კოდექსის მიხედვით იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით.

5.საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია საქართველოში გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშეც, მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითოს წარმოშობილი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას. ამ ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვა (ფიქსირება) ხდება მისი საგადასახადო დეკლარაციის ან/და ბანკში წარდგენილი, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების მონაცემების საფუძველზე.

6.საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი ან უცხოური საწარმო, რომელსაც ამ კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად არ წარმოეშობა მუდმივი დაწესებულება საქართველოში, ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით.

7.საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ პირს) საიდენტიფიკაციო ნომრად მიენიჭება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი.

8.საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ მინიჭებული 9-ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი.

9.საიდენტიფიკაციო ნომერი მუდმივია და მისი შეცვლა (გარდა შეცდომით მინიჭებულისა) ან გამეორება აკრძალულია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

10.საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა) ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირისა (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირისა) – მის მიერ განცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.

11.საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირებისა, განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და ამავე ვადაში გადასცეს მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის გადასახადის გადამხდელის მოწმობა.

12.საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირებისა, საგადასახადო რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმებს, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და გამოყენების პირობებსა და წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

13.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი მიუთითოს საგადასახადო დეკლარაციაში, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებთან მიმოწერისას და საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებით დადგენილ სხვა დოკუმენტებში.

14.საგადასახადო ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 130-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოჩენისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით უზრუნველყოს პირის საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა). საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3979 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.347 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5984 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.70 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1965 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.254

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მეწარმე სუბიექტების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად მეწარმე სუბიექტს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს მის საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას). 2. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, რომელსაც ამ კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად წარმოეშობა მუდმივი დაწესებულება საქართველოში ან საწარმო/ორგანიზაცია, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა, ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით. 3. უცხოური საწარმოს ფილიალის, რომელიც ექვემდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ფილიალის რეგისტრაციასთან ერთად. ამასთანავე, თუ აღნიშნული უცხოური საწარმო იმყოფებოდა საგადასახადო აღრიცხვაზე ფილიალის რეგისტრაციამდე და საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი ან თუ ორი და მეტი ფილიალი დარეგისტრირდა, პირველად მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი უცვლელი რჩება. 4. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე, გარდა ისეთი ეკონომიკური საქმიანობისა, რომლის შედეგად მიღებული შემოსავალი ამ კოდექსის მიხედვით იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით. 5. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია საქართველოში გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშეც, მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითოს წარმოშობილი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას. ამ ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვა (ფიქსირება) ხდება მისი საგადასახადო დეკლარაციის ან/და ბანკში წარდგენილი, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების მონაცემების საფუძველზე. 6. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი ან უცხოური საწარმო, რომელსაც ამ კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად არ წარმოეშობა მუდმივი დაწესებულება საქართველოში, ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით. 7. საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ პირს) საიდენტიფიკაციო ნომრად მიენიჭება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. 8. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ მინიჭებული 9-ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. 9. საიდენტიფიკაციო ნომერი მუდმივია და მისი შეცვლა (გარდა შეცდომით მინიჭებულისა) ან გამეორება აკრძალულია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 10. საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა) ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირისა (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირისა) – მის მიერ განცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით. 11. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირებისა, განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და ამავე ვადაში გადასცეს მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის გადასახადის გადამხდელის მოწმობა. 12. საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირებისა, საგადასახადო რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმებს, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და გამოყენების პირობებსა და წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 13. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი მიუთითოს საგადასახადო დეკლარაციაში, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებთან მიმოწერისას და საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებით დადგენილ სხვა დოკუმენტებში. 14. საგადასახადო ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 130-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოჩენისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით უზრუნველყოს პირის საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა). საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3979 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.347 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5984 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.70 საქართველოს 2008 წლის  15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1965 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.254

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №46 · ძალაშია 1 იან. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

  2. 5 აგვ. 2008 – 1 იან. 2009 ტექსტი უცნობია

  3. 22 დეკ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    მე-7 პუნქტში ძველი 10-დღიანი ნებაყოფლობითი განცხადების ნორმა შეიცვალა საიდენტიფიკაციო ნომრის მუდმივობის წესით, ხოლო დაემატა მე-8–მე-12 პუნქტები რეგისტრაციის ადგილის, 3 სამუშაო დღეში ნომრის მინიჭების, მინისტრის უფლებამოსილების, ნომრის მითითების ვალდებულებისა და სამართალდარღვევის აღმოჩენისას რეგისტრაციის უზრუნველყოფის შესახებ.

  2. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 19 ნოე. 2009

    100-ე მუხლში მოქალაქეობის არმქონე პირის 9-ნიშნა ნომერს ახლა ანიჭებს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო, დაემატა ნომრის მუდმივობის წესი, საგადასახადო რეგისტრაციის ადგილის წესი, 1 სამუშაო დღის ვადა და მე-12 ნაწილი, ხოლო 14-ე ნაწილი მხოლოდ საგადასახადო რეგისტრაციას ეხება.

  3. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2008
  4. 5 აგვ. 2008· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2008

    100-ე მუხლში ფიზიკური პირის მითითება მე-2 პუნქტიდან მე-3 პუნქტზე გადავიდა და ამოღებულია საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების შესახებ ნორმა.

  5. 22 დეკ. 2006

    100-ე მუხლის პირველ ნაწილში გამონაკლისი ფონდისა და კავშირის ნაცვლად არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ეხება და განცხადება ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს წარედგინება. მე-5 ნაწილში ფონდები და კავშირები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირით და მისი ფილიალებით არის ჩანაცვლებული.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 99შემდეგი მუხლი 101

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნეს ვიზა (C/D კატეგორია)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიზნესის მიგრაციის მხარდაჭერა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა ინდივიდუალური მეწარმისთვის4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბინადრობა ფრილანსერებისთვის (ბრუნვის საფუძველზე)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 5 ცვლილება · ბოლო 19 ნოე. 2009
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 9 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 130მუხლი 29

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12გადასახადების ადმი… 33 (დანართი 1)გადასახადების ადმი… 42 (დანართი 1)გადასახადების ადმი… 43 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 66გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა
  • 92მცირე ბიზნესის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 1 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა
  • 2 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის პირობები
  • 3 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესი

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 5მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრი

მეწარმეთა შესახებ

  • 8მეწარმის რეგისტრაცია
  • 11ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 28არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის წესი
  • 31არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებების რეგისტრაცია
  • 32არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების წესი

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20¹მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების  პრინციპები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹28130291256633 (დ…42 (დ…43 (დ…1 (და…2 (და…3 (და…811100
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…,,მეწარმეთა და არასამე…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…