1.თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, პირის მიერ გადახდილი ანაზღაურება ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ანაზღაურების მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა: ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება; ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების რაოდენობა/ მოცულობა; გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების ღირებულება; დ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.
3.იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობები, მაგრამ მხარეთა შეთანხმებით საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე განხორციელდა ანაზღაურების გადახდა და ანაზღაურების მიღების საანგარიშო პერიოდზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, დღგ-ით დაბეგვრის დრო არის ანაზღაურების მიღების მომენტი.
4.დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს უფლება აქვს, საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე ანაზღაურების გადახდისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაითვალოს მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების შეძენისთვის გადახდილი დღგ.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება: ა) რეგულარულად ან უწყვეტად გაწეულ ტელესაკომუნიკაციო/კავშირგაბმულობის მომსახურებაზე; ბ) რეგულარულად ან უწყვეტად განხორციელებულ გარანტირებული სიმძლავრის, ელექტროენერგიის, გაზის, წყალის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის მიწოდებაზე.
6.ამ მუხლით გათვალისწინებული წესი ვრცელდება გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციებზეც როგორც ფულადი, ასევე საქონლის/ მომსახურების სახით ანაზღაურების გადახდის ნაწილში. მაგალითი 1. ფიზიკურმა პირმა პარფიუმერულ მაღაზიაში შეიძინა სასაჩუქრე ბარათი , რომლითაც იგი უფლებამოსილია , 1 თვის ვადაში მიიღოს 300 ლარის ღირებულების ნებისმიერი საქონელი . შეფასება : მოცემულ შემთხვევაში , სახეზე არ არის ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები – საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში არ არის განსაზღვრული მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა . შესაბამისად , დღგ - ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების და არა საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი . მაგალითი 2. წვენების მწარმოებელი საწარმო ახდენს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგებას . მხარეთა შორის ანგარიშსწოდებისას ხდება როგორც მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის წინასწარ გადახდა , ასევე მიწოდებულ საქონელზე არსებული დავალიანებების ანაზღაურება . საბოლოო ანგარიშსწორება მხარეთა შორის ხდება გარკვეული პერიოდულობით , ურთიერთშედარების საფუძველზე . შეფასება : მოცემულ შემთხვევაში , სახეზე არ არის ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა – თანხის მიღებისას არ არის განსაზღვრული იგი წარმოადგენს მისაწოდებელი საქონლის თუ მიწოდებულ საქონელზე არსებული დავალიანების საკომპენსაციო თანხას . შესაბამისად , დღგ - ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების და არა საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი. მაგალითი 3. საწარმოს საქმიანობის საგანია გადაზიდვის მომსახურების განხორციელება. მხარეების მიერ განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მომსახურების მოცულობა და ღირებულება. მომსახურების მიმღების მიერ წინასწარ მოხდა გადაზიდვის მომსახურების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება, თუმცა წინასწარ არ არის განსაზღვრული გადასაზიდი ტვირთი მოქცეულ იქნება თუ არა ექსპორტის, რეექსპორტის, გარე გადამუშავების ან ტრანზიტის რეჟიმში. შეფასება: მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა. კერძოდ, საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში, განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მისი მოცულობა და ღირებულება, თუმცა არ არის განსაზღვრული გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაზიდვის მომსახურება ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ექსპორტის, რეექსპორტის, გარე გადამუშავების ან ტრანზიტის რეჟიმში მოქცეული ტვირთის გადაზიდვა. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის და არა საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი. მაგალითი 4. საწარმოს „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე , საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება , რომლის ფარგლებშიც ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს . საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საწარმოს წინასწარ აუნაზღაურა მომსახურების საკომპენსაციო თანხა . ამასთან , მხარეების მიერ განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება , მომსახურების მოცულობა , ღირებულება და გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ - ით დასაბეგრ ოპერაციას . შეფასება : მოცემულ შემთხვევაში , სახეზეა ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები – საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება , მისი მოცულობა და ღირებულება , ცნობილია , რომ გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ - ით დასაბეგრ ოპერაციას . შესაბამისად , დღგ - ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი. მაგალითი 5 . დღგ-ის გადამხდელი საწარმო და საკანცელარიო მაღაზია 15 იანვარს შეთანხმდნენ 1000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების თაობაზე. შეთანხმების თანახმად, საქონლის ღირებულება გადახდილი იქნა წინასწარ – 22 იანვარს, საქონლის მიწოდებამდე. ამასთან, სახეზეა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. საკანცელარიო მაღაზიამ წინასწარ გადახდილი თანხა, იანვრის თვეში მიღების საანგარიშო პერიოდში დაბეგრა დღგ-ით და გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შეფასება: საკანცელარიო მაღაზიის ქმედება მართლზომიერია. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე – 178-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს უფლება აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით იანვრის თვეში ჩაითვალოს გადახდილი დღგ-ის თანხა. მაგალითი 6. ფიზიკურ პირს გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან , რომლის საფუძველზეც , სამშენებლო კომპანია ვალდებულია ფიზიკურ პირს მიაწოდოს 80 მ 2 საცხოვრებელი ფართი , ხოლო ფიზიკური პირი ვალდებულია , საცხოვრებელი ფართის მიწოდებამდე ეტაპობრივად აანაზღაუროს მისი ღირებულება 120 000 ლარი . შეფასება : მოცემულ შემთხვევაში , სახეზეა ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები – საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი , მისი რაოდენობა და ღირებულება , ცნობილია , რომ მოცემულ შემთხვევაში , საცხოვრებელი ფართის მიწოდება წარმოადგენს დღგ - ით დასაბეგრ ოპერაციას . შესაბამისად , დღგ - ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი . მაგალითი 7. შპს „X“ შპს „Y”- ის დაკვეთით ასრულებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას . მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად , მშენებლობა დაიწყო 2017 წლის 1 იანვარს და სრულდება 2022 წლის 1 იანვარს . შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენს 3 000 000 ლარს . შპს „Y“- მა შპს „X“- ის 2017 წლის 10 იანვარს წინასწარ აუნაზღაურა საკომპენსაციო თანხის ნაწილი 500 000 ლარი . 2017 წლის 1 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი სამუშაოების პირველ ეტაპზე , რომლის ღირებულებამ შეადგინა 300 000 ლარი . მხარეები შეთანხმდნენ , რომ აღნიშნული ღირებულების ნაწილი 200 000 ლარი დაიფარება მიღებული საკომპენსაციო თანხიდან , ხოლო დანარჩენი 100 000 ლარი შპს „Y“- ის მიერ დამატებით იქნება ანაზღაურებული . შეფასება : მოცემულ შემთხვევაში , წინასწარ გადახდილი თანხა (500 000 ლარი ) განიხილება საკომპენსაციო თანხის სახით გადახდილად და შპს „X“- ს მიერ დღგ - ით დაიბეგრება მისი მიღების საანგარიშო პერიოდში . ხოლო სამუშაოების პირველი ეტაპის მიწოდების ( ივნისის თვე ) საანგარიშო პერიოდში შპს „X“ დამატებით დღგ - ით დაბეგრავს – 100 000 ლარს . მაგალითი 8 . ფიზიკურმა პირმა 2017 წლის იანვარში სამშენებლო კომპანიასთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება , რომლის თანახმადაც , სამშენებლო კომპანია ვალდებულია 2018 წლის იანვარს ფიზიკურ პირს მიაწოდოს 80- დან 82- მდე მ 2 საცხოვრებელი ფართი , 1 მ 2 საკომპენსაციო ფასი შეადგენს 1500 ლარს . იმის გათვალისწინებით , რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ხელშეკრულების საგანი წარმოადგენდა მშენებარე ობიექტს , შეუძლებელი იყო საცხოვრებელი ფართის ზუსტი ფართობისა და შესაბამისი საკომპენსაციო თანხის განსაზღვრა . ფიზიკურმა პირმა საცხოვრებელი ფართის მიწოდებამდე , 2017 წლის დეკემბერში აანაზღაურა საკომპენსაციო თანხის ნაწილი – 50 000 ლარი . შეფასება მოცემულ შემთხვევაში საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში განსაზღვრულია საქონელი , მისი ღირებულება , ასევე ცნობილია , რომ განსახილველ შემთხვევაში , საცხოვრებელი ფართის მიწოდება წარმოადგენს დღგ - ით დასაბეგრ ოპერაციას . ამასთან , მიუხედავად იმისა , რომ შეუძლებელია საქონლის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა , დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი . მაგალითი 9. შპს „X“- ისა და ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე შპს „Y“- ის შეთახმებით , შპს „Y“ 2017 წლის განმავლობაში შპს „X“- ისგან შეიძენს არანაკლებ 10 ტონა საწვავს . მისაწოდებელი საქონლის ღირებულება დამოკიდებულია შეძენილი საწონლის რაოდენობაზე , მაგრამ 1 ლიტრის ფასი შეადგენს არაუმეტეს 2 ლარს . შპს „Y“- მა შპს „X“- ს წინასწარ , საქონლის მიწოდებამდე აუნაზღაურა საკომპენსაციო თანხა – 20 000 ლარი . შეფასება : მოცემულ შემთხვევაში , ვინაიდან განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი , მისი რაოდენობა და ღირებულება , წინასწარ გადახდილი თანხა (20 000 ლარი ) განიხილება საკომპენსაციო თანხის სახით გადახდილად და შპს „X“- ის მიერ დღგ - ით დაიბეგრება მისი მიღების საანგარიშო პერიოდში . მაგალითი 10. საწარმოთა შორის 2016 წლის 25 დეკემბრის შეთანხმებით გამყიდველმა აიღო ვალდებულება 2017 წლის 1 ივნისამდე მყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა დასახელების სულ 10 000 ლარის ღირებულების საოფისე ინვენტარი . მყიდველმა გამყიდველს 2016 წლის 27 დეკემბერს აუნაზღაურა საკომპენსაციო თანხა – 10 000 ლარი . საქონლის მიწოდება გამყიდველმა განახორციელა 2017 წლის 30 მაისს . შეფასება : მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 98- ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა – 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიწოდებულ საქონელზე საკომპენსაციო თანხის მიღება განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრამდე . ამდენად , ამავე ნაწილის შესაბამისად , დღგ - ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების და არა საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი . მაგალითი 11. 2016 წლის 25 დეკემბერს საწარმოები შეთანხმდნენ საქონლის მიწოდების თაობაზე . გამყიდველმა აიღო ვალდებულება 2017 წლის 1 ივნისამდე მყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასახვა დასახელების სულ 10 000 ლარის ღირებულების საოფისე ინვენტარი . მხარეების მიერ განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი , საქონლის რაოდენობა , ღირებულება და საქონლის მიწოდება წარმოადგენს დღგ - ით დასაბეგრ ოპერაციას . მყიდველმა გამყიდველს 2016 წლის 27 დეკემბერს საკომპენსაციო თანხის სახით გადაუხადა 4 000 ლარი , ხოლო 2017 წლის 27 იანვარს – 6000 ლარი . საქონლის მიწოდება გამყიდველმა განახორციელა 2017 წლის 30 მაისს . შეფასება : მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 98- ე ნაწილის შესაბამისად , 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული საკომპენსაციო თანხის ნაწილის მიმართ გავრცელდება 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები და დღგ - ით დაიბეგრება საქონლის მიწოდების (2017 წლის მაისი ) საანგარიშო პერიოდში , ხოლო , 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ მიღებული საკომპენსაციო თანხის ნაწილი დღგ - ით დაიბეგრება მიღების საანგარიშო პერიოდში . მაგალითი 12 . საწარმოს საქმიანობის საგანია გადაზიდვის მომსახურების განხორციელება . მომსახურების მიმღების მიერ წინასწარ მოხდა გადაზიდვის მომსახურების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება , თუმცა წინასწარ არ არის განსაზღვრული გადასაზიდი ტვირთი მოქცეულ იქნება თუ არა ექსპორტის , რეექსპორტის , გარე გადამუშავების ან ტრანზიტის რეჟიმში . საწარმოს მიერ საკომპენსაციო თანხის მიღების საანგარიშო პერიოდში გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა . შეფასება : მოცემულ შემთხვევაში , სახეზეა ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა . თანხის მიღების მომენტში სახეზე არ არის ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა – საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში არ არის განსაზღვრული გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ - ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას . თუმცა , ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის გადახდაზე და საწარმოს მიერ გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა , დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი . მაგალითი 13. საწარმოს ( სავაჭრო ობიექტს ) გააჩნდა მომწოდებლის დავალიანება 90 000 ლარის ოდენობით . საწარმოს მიერ მომწოდებლის დავალიანების დასაფარად იანვრის თვეში შეცდომით ანაზღაურებულ იქნა 140 000 ლარი . ა ) 5 თებერვალს მხარეები შეთანხმდენენ , რომ ზედმეტად გადახდილი თანხით (50 000 ლარი ) დაფარულიყო მარტის თვეში მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ნაწილი . თუმცა შეთანხმების მომენტში (5 თებერვალს ) მხარეთა მიერ არ მომხდარა მისაწოდებელი საქონლის სახეობის განსაზღვრა . ბ ) 5 თებერვალს მხარეები შეთანხმდნენ თანხის მიზნობრიობაზე ( დაკმაყოფილდა ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები ). საწარმოს მიერ შეთანხმების თვის საანგარიშო პერიოდში ზედმეტად გადახდილ თანხაზე გამოწერილია საგადასახადო - ანგარიშ - ფაქტურა . შეფასება : მოცემულ შემთხვევაში : მაგალითის „ ა “ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახეზეა ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა . თანხის მიღების მომენტში ( იანვარში ) არ არის განსაზღვრული მისაწოდებელი საქონელი , თუმცა მხარეები 5 თებერვალს შეთანხმდნენ ზედმეტად გადახდილი თანხა განხილულიყო მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხად და საწარმოს მიერ თებერვლის თვეში გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა . მაგალითის „ ბ “ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახეზეა ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა . თანხის მიღების მომენტში ( იანვარში ) არ არის განსაზღვრული მისაწოდებელი საქონელი , თუმცა მხარეები 5 თებერვალს შეთანხმდნენ და განსაზღვრეს მისაწოდებელი საქონელი , მისი რაოდენობა , ღირებულება . ამასთან , მხარეებისთვის ცნობილია , რომ ოპერაცია იბეგრება დღგ - ით . საწარმოს მიერ თებერვლის თვეში გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა . მოცემულ ორივე შემთხვევაში ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით , ამ მუხლის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტად განიხილება მხარეთა შეთანხების მომენტი – 5 თებერვალი . შესაბამისად , ოპერაცია დღგ - ით იბეგრება თებერვალში – მხარეთა შეთანხმების საანგარიშო პერიოდში . ამასთან , თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება ან თუ ზედმეტად / შეცდომით გადახდილი თანხა ექვემდებარება დაბრუნებას , გადახდილი თანხა არ განიხილება საკომპენსაციო თანხად. მაგალითი 14. საწარმოთა შორის გაფორმებულია მშენებლობის მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, აკმაყოფილებს გრძელვადიანი კონტრაქტის პირობებს. ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა უნდა დაიწყოს 2017 წლის 1 მარტს და დასრულდეს 2022 წლის 1 მარტს, მომსახურების საკომპენსაციო თანხა შეადგენს 3 000 000 ლარს. მომსახურების მიმღების მიერ მომსახურების გამწევისათვის 2017 წლის 31 იანვარს გადახდილი იქნა 500 000 ლარი. შეფასება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არ დადგა ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით (რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 1 იანვრიდან), თუ თანხის გადახდა ხორციელდება მომსახურების გაწევამდე/საქონლის მიწოდებამდე, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მომსახურების გაწევამდე/საქონლის მიწოდებამდე საკომპენსაციო თანხის გადახდა, რომელიც განხორციელდა 2017 წლის 31 იანვარს. შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი. მაგალითი 15. მხარეთა შეთანხმებით, აქციზური საქონლის (არყის) მწარმოებელი საწარმო ვალდებულია მაღაზიას 2017 წლის 15 სექტემბერს მიაწოდოს 500 ლიტრი არაყი (1 ლიტრ არაყში სუფთა სპირტის მოცულობა შეადგენს 40%-ს (40 გრადუსი)). საკომპენსაციო თანხა შეადგენს 11 800 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). მაღაზიამ 2017 წლის აგვისტოს თვეში წინასწარ განახორციელა 1180 ლარის ოდენობით საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება. შეფასება: იმის გათვალისწინებით , რომ საკომპენსაციო თანხის ნაწილის – 1180 ლარის გადახდა განხორციელდა საქონლის მიწოდების მომენტამდე , გამყიდველი საწარმო დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ - ის თანხას დაადეკლარირებს აგვისტოს თვის დღგ - ის დეკლარაციით . განსახილველ ოპერაციაზე დღგ - ის თანხა შეადგენს 180 ლარს (1000x18%). 2017 წლის სექტემბერში , საქონლის მიწოდების მომენტის შესაბამისად , მოხდება საკომპენსაციო თანხის დარჩენილ ნაწილზე (10620 ლარი ) დასარიცხი დღგ - ის დეკლარირება და მიწოდების მიხედვით აქციზის თანხის გაანგარიშება , კერძოდ : დღგ - ის თანხა – 1620 ლარი (10620-(10620/1,18)); აქციზის თანხა – 3 000 ლარი (500 ლიტრი X (1*40%) X 15=500 X 0.4 X 15 ლარზე ).“. მაგალითი 16. საწარმო ახორციელებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. სამუშაოების პერიოდი მოიცავს დღგ-ის ერთზე მეტ საანგარიშო პერიოდს, თუმცა არ აღემატება ექვს თვეს (სამუშაოები დაიწყო 2017 წლის პირველ თებერვალს და დასრულდა 2017 წლის 31 მაისს). დამკვეთი სამუშაოების დასრულებამდე უნაზღაურებს საწარმოს სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებას. დამკვეთის მიერ სამუშაოების ღირებულება საწამოსთვის ანაზღაურებულია 2017 წლის 5 მაისს, სრულად. საწარმო ახორციელებს სამუშაოების სრულად ჩაბარებას 2017 წლის 31 მაისს და ამავე თარიღით სამუშაოების დასრულებისას შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა-2 და საწარმოს მიერ დამკვეთისთვის გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შეფასება : ვინაიდან ერთ საანგარიშო პერიოდში ხორციელდება საკომპენსაციო თანხის მიღება და საქონლის მიწოდებაც , საწარმო საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურას გამოწერს საქონლის მიწოდებისას და ასახავს დღგ - ის დეკლარაციაში . მაგალითი 17. შპს „X“ და შპს „Y“ 6 იანვარს შეთანხმდნენ საქონლის მიწოდების თაობაზე . მხარეების მიერ განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი , მისი რაოდენობა და ღირებულება . ამასთან , ზემოაღნიშნული საქონლის მიწოდება წარმოადგენს დღგ - ით დასაბეგრ ოპერაციას . შეთანხმების შესაბამისად , შპს „Y“- მა შპს „X“- ს 10 იანვარს , საქონლის მიწოდებამდე ჩაურიცხა საკომპენსაციო თანხა , საქონლის სრული ღირებულება – 1500 ლარი . შპს „X“- მა 11 იანვარს საკომპენსაციო თანხაზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა . შპს „X“- მა 27 იანვარს სრულად მიაწოდა შპს „Y“- ს შეთანხმებით გათვალისწინებული საქონელი . შეფასება : მიუხედავად იმისა , რომ შპს „X“- ს გამოწერილი აქვს საკომპენსაციო თანხაზე საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა , შპს „X“ ვალდებულია საქონლის მიწოდებისას საქონლის მთლიანი ღირებულების თანხაზე გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა და გააუქმოს საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა , ვინაიდან დასაბეგრი ოპერაციის თვე საკომპენსაციო თანხის მიღების და საქონლის მიწოდების ნაწილში ემთხვევა ერთმანეთს . მაგალითი 18. შპს „X“ და ავეჯის მწარმოებელი საწარმო 2017 წლის იანვრის თვეში შეთანხმდნენ 118 000 ლარის ( დღგ - ის ჩათვლით ) ღირებულების წინასწარ განსაზღვრული დასახელებისა და ოდენობის საქონლის შესყიდვის თაობაზე . შეთანხმების თანახმად , მისაწოდებელ საქონელზე წინასწარ გადახდილ იქნა მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის ნაწილი : თებერვლის თვეში 59 000 ლარის ოდენობით , მარტის თვეში – 11 800 ლარი . ავეჯის მწარმოებელმა საწარმომ ჩარიცხულ თანხებზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები . ამასთან , თებერვლის თვის დღგ - ის დეკლარაციით დაადეკლარირა და ბიუჯეტში გადაიხადა დღგ 59 000 ლარის საკომპენსაციო თანხიდან – 9000 ლარი და მარტის თვის დღგ - ის დეკლარაციით 11 800 ლარის საკომპენსაციო თანხიდან – 1 800 ლარი . შეთანხმებით გათვალისწინებული 118 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განხორციელდა 2017 წლის ივნისის თვეში . საქონლის მიწოდებისას ავეჯის მწარმოებელმა საწარმომ გამოწერა სასაქონლო ზედნადები მიწოდებული საქონლის სრულ საკომპენსაციო თანხაზე . თვის ბოლოს კი აღნიშნული ზედნადების საფუძველზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა . შეფასება : ავეჯის მწარმოებელი საწარმო უფლებამოსილია ივნისის თვის დღგ - ის დეკლარაციის დანართში მიწოდების საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის მონაცემებთან ერთად ასახოს ამავე საქონლის საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების მონაცემები , რომლის მიხედვითაც შეიმცირებს მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის მიხედვით დარიცხულ დღგ - ის თანხას . მოცემულ შემთხვევაში ავეჯის მწარმოებელ საწარმოს ივნისის თვის დღგ - ის დეკლარაციით დაერიცხება დღგ 7 200 (18 000-9 000-1 800) ლარის ოდენობით . შენიშვნა: მაგალითში განხილული განაშთვის წესი ვრცელდება 2025 წლის 1 სექტემბრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მაგალითი 18 1 . შპს „X“ და ავეჯის მწარმოებელი საწარმო 2025 წლის სექტემბრის თვეში შეთანხმდნენ 118 000 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების წინასწარ განსაზღვრული დასახელებისა და ოდენობის საქონლის შესყიდვის თაობაზე. შეთანხმების თანახმად, მისაწოდებელ საქონელზე წინასწარ გადახდილ იქნა მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის ნაწილი: სექტემბრის თვეში 59 000 ლარის ოდენობით, ოქტომბრის თვეში – 11 800 ლარი. ავეჯის მწარმოებელმა საწარმომ ჩარიცხულ თანხებზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ამასთან, სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციით დაადეკლარირა და ბიუჯეტში გადაიხადა დღგ 59 000 ლარის საკომპენსაციო თანხიდან – 9000 ლარი და ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციით 11 800 ლარის საკომპენსაციო თანხიდან – 1 800 ლარი. შეთანხმებით გათვალისწინებული 118 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განხორციელდა 2025 წლის ნოემბრის თვეში. საქონლის მიწოდებისას ავეჯის მწარმოებელმა საწარმომ გამოწერა სასაქონლო ზედნადები მიწოდებული საქონლის სრულ საკომპენსაციო თანხაზე. თვის ბოლოს კი აღნიშნული ზედნადების საფუძველზე გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შეფასება: ავეჯის მწარმოებელი საწარმო ნოემბრის თვეში განხორციელებულ საქონლის მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახავს ამავე საქონლის საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემებს, რომლის მიხედვითაც შეიმცირებს მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დარიცხულ დღგ-ის თანხას, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დასარიცხი დღგ-ის თანხა შეადგენს 7 200 ლარს (18 000 - 9 000 - 1 800). მაგალითი 19 . (ამოღებულია - 30.12.2020, №326). მაგალითი 20 . შპს „X“-მა თებერვლის თვეში მიღებული ელექტროენერგიის ღირებულება 500 ლარი შპს „Y“-ს აუნაზღაურა წინასწარ იანვრის თვეში. შპს „Y“-ს მიღებული თანხა არ დაუბეგრავს იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში. შეფასება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდებამდე თანხის ანაზღაურებისას, ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის დროს არ წარმოადგენს თანხის მიღების მომენტი, თუ საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის) მიწოდება ხორციელდება რეგულარულად ან უწყვეტად. ამდენად, მოცემულ მაგალითში, ელექტროენერგიის მიწოდება დღგ-ით უნდა დაიბეგროს არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა. მაგალითი 21. (ამოღებულია - 30.12.2020, №326). მაგალითი 22 . დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა პირმა 24 თებერვალს გააფორმა ხელშეკრულება საოფისე შენობის სარემონტო სამუშაოების მიწოდებაზე. ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე განხორციელდა 40 000 ლარის წინასწარ ანაზღაურება, რომელზეც გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციით განხორციელდა დღგ-ის დეკლარირება, ხოლო მეორე მხარის მიერ დღგ-ის ჩათვლა. ამავე წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანით საოფისე შენობა დაექვემდებარა დემონტაჟს. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ხოლო 40 000 ლარი დაექვემდებარა უკან დაბრუნებას. შეფასება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა ექვემდებარება კორექტირებას, რადგან შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში – ოპერაცია გაუქმდა. ამ ოპერაციაზე მარტის თვის საანგარიშო პერიოდში უნდა გამოიწეროს კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში განხორციელდეს შესაბამისი მონაცემების ასახვა. მაგალითი 23 . ფიზიკურმა პირმა 3 თებერვალს ამავე წლის აგვისტოს თვისთვის დაჯავშნა საქართველოში მდებარე სასტუმროს ნომერი. მხარეების მიერ განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მომსახურების მოცულობა, ღირებულება და გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ფიზიკური პირის მიერ სასტუმროსათვის 4 თებერვალს გადახდილი იქნა გასაწევი მომსახურების ღირებულების ნაწილი თანხა – 1500 ლარი. სასტუმროს მიერ მიღებული საკომპენსაციო თანხა მიღების საანგარიშო პერიოდში დაბეგრილი იქნა დღგ-ით. 11 ივნისს ფიზიკურმა პირმა გააუქმა ჯავშანი და მოითხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. სასტუმროს პირობებიდან გამომდინარე, გადახდილი თანხის ნაწილი ფიზიკურ პირს დაუბრუნდა, ხოლო ნაწილი დაუკავდა როგორც პირგასამტეხლოს თანხა. შეფასება: მოცემულ შემთხვევაში, სასტუმრო უფლებამოსილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის გათვალისწინებით დააკორექტიროს თებერვლის თვის ოპერაცია და ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციით შეიმციროს საკომპენსაციო თანხაზე გადახდილი დღგ-ის თანხა. ამასთან, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს თანხა დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება, ამ ნაწილში დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება სასტუმროს არ წარმოეშობა. მაგალითი 24. შპს „X“ ახორციელებს როგორც დღგ-ის დასაბეგრ, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონლის მიწოდებას. შეთანხმების თანახმად, 2017 წლის 3 თებერვალს შპს „X“-მა შპს „Y“ უნდა მიაწოდოს 10 000 ლარის საქონელი, მათ შორის 8 000 ლარის ღირებულების დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონელი და 2 000 ლარის ღირებულების დღგ-ით დასაბეგრი საქონელი. საქონლის მიწოდებამდე, 2017 წლის 5 იანვარს შპს „Y“-მა შპს „X“-ს წინასწარ ჩაურიცხა საკომპენსაციო თანხა – 1 000 ლარი. შეფასება: ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები, მიღებული საკომპენსაციო თანხა 2017 წლის იანვრის თვეში დაიბეგრება დღგ-ით, შეთანხმებით გათვალისწინებული მთლიანი საკომპენსაციო თანხის პროპორციულად, რაც მოცემული მაგალითის მიხედვით შეადგენს მიღებული საკომპენსაციო თანხის 20%-ს. მაგალითი 25 . არარეზიდენტი საწარმო და საქართველოს საწარმო შეთანხმდნენ საქართველოში მომსახურების გაწევის თაობაზე. მხარეების მიერ განსაზღვრულია გასაწევი მომსახურება, მომსახურების მოცულობა, ღირებულება და გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს საწარმომ არარეზიდენტ საწარმოს ჩაურიცხა მომსახურების საკომპენსაციო თანხა 10 000 ლარი წინასწარ, მომსახურების გაწევამდე. შეფასება: ამ მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს საწარმო ვალდებულია დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დაბეგროს არარეზიდენტი საწარმოსათვის გადახდილი საკომპენსაციო თანხა – 10 000 ლარი. მაგალითი 26. დღგ-ის გადამხდელმა შპს „X“-მა 3 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების თაობაზე გააფორმა ხელშეკრულება შპს „Y“-თან, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის მიწოდებამდე შპს „Y“ გადაიხდიდა საქონლის ღირებულების ნაწილს 2 000 ლარს, ხოლო დარჩენილ ნაწილს გადაიხდიდა საქონლის მიწოდების შემდგომ. შპს „Y“-მა შეთანხმებული თანხა შპს „X“-ს გადაუხადა 2025 წლის 20 სექტემბერს. ვინაიდან მხარეების მიერ განსაზღვრული იყო მისაწოდებელი საქონელი, საქონლის რაოდენობა, ღირებულება და საქონლის მიწოდება წარმოადგენდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, შპს „X“-ის მიერ მიღებულ თანხაზე გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და 2 000 ლარი დაბეგრილ იქნა დღგ-ით 2025 წლის სექტემბრის თვეში. 2025 წლის 2 ოქტომბერს შპს „Y“ დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. შეთანხმებული საქონლის ნაწილის, 1600 ლარის, ღირებულების მიწოდება განხორციელდა 2025 წლის 9 ნოემბერს, ხოლო დარჩენილი 1400 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება – 10 დეკემბერს. შპს „X“-მა გამოწერა: - სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 2000 ლარის ოდენობით; - ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე 1600 ლარის საქონლის მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სადაც ასახა საქონლის მიწოდებამდე გადახდილი საქონლის საკომპენსაციო (ავანსის) თანხა 1600 ლარი; - დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე 1400 ლარის მიწოდების ოპერაციაზე ანგარიშ-ფაქტურა, სადაც ასახა საქონლის მიწოდებამდე გადახდილი საქონლის საკომპენსაციო (ავანსის) თანხა 400 ლარი. შპს „Y“-მა მისაწოდებელ საქონელზე გადახდილი დღგ-ის 2000 ლარის ჩათვლა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განახორციელა ოქტომბრის (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის) საანგარიშო პერიოდში, ხოლო დარჩენილი ნაწილის ჩათვლა განახორციელა საქონლის მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე, 1000 ლარის ოდენობით. შეფასება: ვინაიდან, შპს „Y“-ს საქონელი მიღებული აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ, შესაბამისად, მის მიერ დღგ-ის რეგისტრაციამდე აღნიშნულ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება ჩათვლას, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდზე, როგორც საქონლის მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, ისე ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. შენიშვნა: იმავე წესით შეუძლია მიიღოს გადასახადის გადამხდელმა დღგ-ის ჩათვლა მომსახურების მიღების შემთხვევაშიც, კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. მაგალითი 27. (ამოღებულია - 30.12.2020, №326). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება № 49 - ვებგვერდი, 15.02.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №314 - ვებგვერდი, 13.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №411 - ვებგვერდი, 22.11.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 16 მაისის ბრძანება №190 - ვებგვერდი, 17.05.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 29.11.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 05.08.2025წ.

