Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 68

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 68. შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული პერსონალის, ქვეკონტრაქტორისა და სხვა ეკონომიკური ოპერატორის შეცვლა/დამატება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სამშენებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიმწოდებელი უფლებამოსილია შეცვალოს შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული პერსონალი, ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორები და სხვა ეკონომიკური ოპერატორი/ოპერატორები, რომლის/რომელთა შესაძლებლობებსაც დაეყრდნო იგი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე დაამატოს პერსონალი, ქვეკონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორები და სხვა ეკონომიკური ოპერატორი/ოპერატორები შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემდეგ მიმწოდებლის თანამშრომელი, რომელიც ჩართული იყო შესყიდვის ხელშეკრულების განხორციელების პროცესში, რომლის შესახებ ინფორმაციაც პრეტენდენტმა შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდა და რომლის კვალიფიკაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეაფასა, ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორი ან სხვა ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობებსაც დაეყრდნო ეკონომიკური ოპერატორი, მისი კვალიფიკაციის შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად, შეიცვლება/დაემატება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია გასცემს წერილობით თანხმობას ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად.

3.დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებლის თანამშრომლის, ქვეკონტრაქტორის ან სხვა ეკონომიკური ოპერატორის შეცვლა/დამატება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მიმწოდებლის მიერ წარდგენილი მიმწოდებლის თანამშრომელი, ქვეკონტრაქტორი ან სხვა ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობებსაც დაეყრდნო მიმწოდებელი, არ შეესაბამება შესყიდვის პირობებით ეკონომიკური ოპერატორის თანამშრომლისთვის, ქვეკონტრაქტორისთვის ან სხვა ეკონომიკური ოპერატორისთვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ქვეკონტრაქტორი ან სხვა ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობებსაც დაეყრდნო ეკონომიკური ოპერატორი საჯარო შესყიდვის პროცედურაში, მისი კვალიფიკაციის შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად, შეიცვალა და შეთავაზებულ ქვეკონტრაქტორს ან სხვა ეკონომიკურ ოპერატორს არ აქვს ისეთი კვალიფიკაცია, როგორსაც მიმწოდებელი დაეყრდნო.

4.ამ მუხლის შესაბამისად შეთავაზებული ქვეკონტრაქტორისა და სხვა ეკონომიკური ოპერატორის მიმართ არ უნდა არსებობდეს ამ კანონის 58-ე მუხლით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის საფუძვლები.

5.შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული პერსონალის, ქვეკონტრაქტორის ან სხვა ეკონომიკური ოპერატორის შეცვლას/დამატებას ითანხმებს ან უარყოფს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 67შემდეგი მუხლი 69

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სუბკონტრაქტორის გირავნობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20მუხლი 58მუხლი 63

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 79ქვეკონტრაქტი
  • 20ქვეკონტრაქტორი
  • 63სხვა ეკონომიკური ოპერატორის შესაძლებლობებზე დაყრდნობა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 21²ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორის შეცვლა ან/და ქვეკონტრაქტორის დამატება
  • 13მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის მიმართ
  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 106მიმწოდებლის შეცვლის წესები
  • 103მიწოდების წესები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 28სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები
  • 2შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 9შეკვეთა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 50¹ (დანართი 1)დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის ( დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის ) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²13750¹ (…2821061032063582179968
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…ენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფო შესყიდვების…ელექტრონული კომერციის …გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026