გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 61¹ (დანართი 1). ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების მინიჭების წესი

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „ა“-„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, შვიდნიშნა კოდის მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა.ა) სააღრიცხვო ფორმა, დანართი №III–14-ის შესაბამისად; ა.ბ) მინდობილობა, თუ საგადასახადო ორგანოსთვის მომართვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით; ა.გ) ობიექტზე საკუთრების/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მიწის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო – აღნიშნული მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.დ) საბაჟო საწყობის და ბუნკირების გემის შემთხვევაში, ასევე – შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვა/ლიცენზია; ა.ე) ობიექტზე ყადაღის არსებობის შემთხვევაში, ასევე  ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემული დოკუმენტი; ბ) „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, შვიდნიშნა კოდის მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია: ბ.ა) სააღრიცხვო ფორმა, დანართი №III–14-ის შესაბამისად; ბ.ბ) მინდობილობა, თუ საგადასახადო ორგანოსთვის მომართვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.

1¹.ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ადგილებისთვის შვიდნიშნა კოდის მინიჭება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

2.ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო ორგანოს საწყობისთვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი არის სტაციონარული ობიექტისა და შესაბამისი მიწის მაიდენტიფიცირებელი. ამ მიწაზე იმავე სახის სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა კოდის განმეორებით მინიჭება დაუშვებელია; ბ) მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნკირების გემისათვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი არის სტაციონარული ობიექტის (ბუნკირების გემის) მაიდენტიფიცირებელი. ერთსა და იმავე ობიექტზე (ბუნკირების გემზე)  შვიდნიშნა კოდის განმეორებით მინიჭება დაუშვებელია.

2¹.ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ობიექტებზე  შვიდნიშნა კოდის მინიჭება ხორციელდება მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე; ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საბოლოო მომხმარებლის საცავზე შვიდნიშნა კოდის მინიჭება ხორციელდება როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე.

3.ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის მესაკუთრე/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების მქონე პირი უფლებამოსილია, სტაციონარული ობიექტი გადასცეს სარგებლობაში სხვა პირს, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს შესაბამისი სტაციონარული ობიექტის  მოსარგებლედ. ამასთან, თუ მიწის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, აღნიშნული მიწით სარგებლობის უფლების მქონე პირი ითვლება მესაკუთრედ, მის მიერ სტაციონარული ობიექტის სხვა პირისათვის სარგებლობაში გადაცემის მიზნებისათვის.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლე პირი, რეგისტრაციის მიზნით, სააღრიცხვო ფორმით (დანართი №III–14) მიმართავს საგადასახადო ორგანოს და წარუდგენს სტაციონარული ობიექტით სარგებლობის შესახებ (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ დოკუმენტს.

5.ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საცალო საცავზე დაუშვებელია ორი ან მეტი პირის მოსარგებლედ რეგისტრაცია.

6.ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს შვიდნიშნა კოდის მინიჭებაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, განესაზღვრება ვადა დოკუმენტის ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენისათვის და აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება ან/და არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 19.09.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №379 - ვებგვერდი, 19.10.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 13.11.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „ა“-„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, შვიდნიშნა კოდის მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა.ა) სააღრიცხვო ფორმა, დანართი №III–14-ის შესაბამისად; ა.ბ) მინდობილობა, თუ საგადასახადო ორგანოსთვის მომართვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით; ა.გ) ობიექტზე საკუთრების/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მიწის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო – აღნიშნული მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.დ) საბაჟო საწყობის და ბუნკირების გემის შემთხვევაში, ასევე – შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვა/ლიცენზია; ა.ე) ობიექტზე ყადაღის არსებობის შემთხვევაში, ასევე  ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემული დოკუმენტი; ბ) „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, შვიდნიშნა კოდის მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია: ბ.ა) სააღრიცხვო ფორმა, დანართი №III–14-ის შესაბამისად; ბ.ბ) მინდობილობა, თუ საგადასახადო ორგანოსთვის მომართვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით. 1 1 . ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ადგილებისთვის შვიდნიშნა კოდის მინიჭება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 2. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო ორგანოს საწყობისთვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი არის სტაციონარული ობიექტისა და შესაბამისი მიწის მაიდენტიფიცირებელი. ამ მიწაზე იმავე სახის სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა კოდის განმეორებით მინიჭება დაუშვებელია; ბ) მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნკირების გემისათვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი არის სტაციონარული ობიექტის (ბუნკირების გემის) მაიდენტიფიცირებელი. ერთსა და იმავე ობიექტზე (ბუნკირების გემზე)  შვიდნიშნა კოდის განმეორებით მინიჭება დაუშვებელია. 2 1 . ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ობიექტებზე  შვიდნიშნა კოდის მინიჭება ხორციელდება მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე; ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საბოლოო მომხმარებლის საცავზე შვიდნიშნა კოდის მინიჭება ხორციელდება როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. 3. ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის მესაკუთრე/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების მქონე პირი უფლებამოსილია, სტაციონარული ობიექტი გადასცეს სარგებლობაში სხვა პირს, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს შესაბამისი სტაციონარული ობიექტის  მოსარგებლედ. ამასთან, თუ მიწის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, აღნიშნული მიწით სარგებლობის უფლების მქონე პირი ითვლება მესაკუთრედ, მის მიერ სტაციონარული ობიექტის სხვა პირისათვის სარგებლობაში გადაცემის მიზნებისათვის. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლე პირი, რეგისტრაციის მიზნით, სააღრიცხვო ფორმით (დანართი №III–14) მიმართავს საგადასახადო ორგანოს და წარუდგენს სტაციონარული ობიექტით სარგებლობის შესახებ (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ დოკუმენტს. 5. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საცალო საცავზე დაუშვებელია ორი ან მეტი პირის მოსარგებლედ რეგისტრაცია. 6. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს შვიდნიშნა კოდის მინიჭებაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, განესაზღვრება ვადა დოკუმენტის ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენისათვის და აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება ან/და არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 19.09.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №379 - ვებგვერდი, 19.10.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 13.11.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 31 დეკ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 3 იან. 2011 – 19 სექ. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8⁸25²25⁶96²30546461 (დ…61² (…59 (დ…1002261¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საზღვაო კოდექსინავთობისა და გაზის შეს…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ტერიტორიაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა