Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 61² (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 61² (დანართი 1). ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება და გაუქმება

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს  ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილებას, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ იქნა საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ სააღრიცხვო ფორმაში (დანართი №III–14). ამასთან, ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის მესაკუთრის ან/და მისამართის ცვლილების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს განცხადება ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების თაობაზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იცვლება სტაციონარული ობიექტის მესაკუთრე და, ამავდროულად, აღნიშნულ ობიექტზე ფიქსირდება ობიექტის მოსარგებლე პირ(ებ)ი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების განხორციელების მიზნით, ახალმა მესაკუთრემ, განცხადებასთან ერთად დამატებით უნდა წარადგინოს მოსარგებლე პირ(ებ)ის სტაციონარული ობიექტით სარგებლობის შესახებ (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტი.

3.ცალკეული შვიდნიშნა კოდის აღრიცხვა უქმდება საგადასახადო ორგანოს მიერ, გადასახადის გადამხდელის მომართვის საფუძველზე. ამასთან, თუ სტაციონარულ ობიექტზე ფიქსირდება ობიექტის მოსარგებლე პირ(ებ)ი, აღნიშნული ობიექტისთვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი უქმდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაუქმდება შესაბამისი ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრირებული ყველა პირის რეგისტრაცია.

3¹.მოსარგებლე პირად რეგისტრაცია უქმდება საგადასახადო ორგანოს მიერ სტაციონარული ობიექტის მესაკუთრის/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების მქონე პირის ან მოსარგებლე პირის განცხადების საფუძველზე.  განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს წარედგინება სტაციონარულ ობიექტზე სარგებლობის უფლების გაუქმების (მათ შორის, შეწყვეტის) შესახებ დოკუმენტი და ამ დოკუმენტის შესაბამისად საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფლების შეწყვეტის თაობაზე.

4.ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ადგილებისთვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილებას, რომელიც ამავე კოდის მინიჭებისას ასახულია ერთიან ელექტრონულ რეესტრში. აღნიშნული შვიდნიშნა კოდის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ან აღრიცხვის გაუქმება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 19.09.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №379 - ვებგვერდი, 19.10.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 13.11.2024წ. დანართი №III-14 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 ივნისის ბრძანება №240 - ვებგვერდი, 20.06.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 19.09.2022წ. სააღრიცხვო ფორმა ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდის მინიჭების, ასევე ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრაციის მიზნით 1.  სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი შვიდნიშნა კოდის მინიჭების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია: ობიექტის მისამართი ----------------------------------------------------------------------------- მიწერის ნავსადგური, ბუნკირების გემის დასახელება --------------------------------------- ობიექტის საჯარო რეესტრში, ხოლო ბუნკირების გემის შემთხვევაში – კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (თუ ობიექტი არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში) ან „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელშეკრულების ან/და ნავთობის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიის ნომერი --------------------------------------------------------------------------- საქართველოს სახელმწიფო ალმით ცურვის დამადასტურებელი დროებითი მოწმობის ან საქართველოს სახელმწიფო ალმით ნაოსნობის უფლების შესახებ მოწმობის (გემის პატენტი) ან საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი გემის ბილეთის რეკვიზიტები: ----------------------------------------------------------------------------------- ობიექტის მესაკუთრის/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების მქონე პირის/სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით მოსარგებლე პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ობიექტის საქმიანობის აღწერა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიების (ნებართვების) ჩამონათვალი, მათი გამცემი ორგანოს დასახელება, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა _________________________________________________________________________________ ობიექტის რეზერვუარების აღწერა (მათი რაოდენობა და ტევადობა) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. ობიექტით მოსარგებლის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია: № მოსარგებლის დასახელება მოსარგებლის საიდენტიფიკაციო ნომერი შვიდნიშნა კოდი ობიექტით სარგებლობის დასაწყისი სარგებლობის ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის, შენახვის და ა.შ.) დასრულების თარიღი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 3. სტაციონარული ობიექტის გარეშე ნავთობპროდუქტის მიწოდების/ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნით, შვიდნიშნა კოდის მინიჭებისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია: გადასახადის გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართი ---------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ საქმიანობის სახე: □  ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით მიწოდება □  ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენილის ტალონებით გადაყიდვა □  ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენილი საკუთარი მოხმარების ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირება შვიდნიშნა კოდის მოქმედების ვადა: საწყისი თარიღი------------------------------------------------- საბოლოო თარიღი---------------------------------------------- საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ------------------------------------ უფლებამოსილი პირი  ---------------------------------------------------------------- ხელმოწერა  -------------------------------- თარიღი--------------------------------- დანართი №III-15 (ამოღებულია) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 19.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №367 · ძალაშია 31 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 19 სექ. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 61¹ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 62 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 61 (დანართი 1)ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების აღრიცხვიანობა
  • 61¹ (დანართი 1)ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების მინიჭების წესი
  • 6 (დანართი 1)სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 21გარდამავალი დებულებანი

მეწარმეთა შესახებ

  • 12რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 95⁶ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმება
  • 66გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა
  • 69საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 8⁸ანგარიშვალდებულება და სანქციები
  • 5საკუთრების უფლება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ ქონებაზე

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 96²საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ნავთობისა და გაზის სექტორში

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 94დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8⁸596²2195⁶666961 (დ…61¹ (…6 (და…941261² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…,,მეწარმეთა და არასამე…მეწარმეთა შესახებსაქართველოს საგადასახა…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026