Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 11¹ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 11¹ (დანართი 1). გადასახადის გადამხდელის საინფორაციო ბარათი

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.გადასახადის გადამხდელი (გარდა უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისა და ფიზიკური პირისა, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ვალდებულია შეავსოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი.

2.ამ მუხლის მიზნებისათვის: ა) მოქმედი გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი არის გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს ან მიმდინარე საანგარიშო პერიოდში გეგმავს განახორციელოს ისეთი ტიპის საქმიანობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის განიხილება როგორც ხარჯის გაწევა ან/და შემოსავლის მიღება, ასევე მიმდინარე ან მომავალ საანგარიშო პერიოდებში შესაძლოა წარმოეშვას საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება; ბ) უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი არის გადასახადის გადამხდელი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მონიშნოს, ასევე შესაბამისი საფუძვლის წარმოშობამდე განაახლოს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტატუსი.

4.გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში აისახება შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი; ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი; გ) ძირითადი და დამატებითი საქმიანობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

5.საინფორმაციო ბარათის წარმოების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია  შესაბამისი ცვლილებები ასახოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში.

7.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია არაუგვიანეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლო რიცხვისა გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში ასახოს ინფორმაცია იმ დეკლარაციის შესახებ (განახორციელოს შესაბამისი მონიშვნა), რომლის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშობა მიმდინარე საანგარიშო პერიოდის მიმართ.

8.იმ შემთხვევაში, თუ პირს არ გააჩნია საინფორმაციო ბარათში ასახული დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება, იგი ვალდებულია საინფორმაციო ბარათში ასახოს აღშნული ინფორმაცია (გააუქმოს შესაბამისი მონიშვნა) ან  შესაბამის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი თანხა ნულის ტოლია.

9.ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი (მათ შორის, რეგისტრირებულია დაშლა). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №416 - ვებგვერდი, 27.12.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 28.01.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №438 - ვებგვერდი, 27.11.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №326 · ძალაშია 27 ნოე. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 თებ. 2020 – 15 თებ. 2020 ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 10 თებ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 11 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 11² (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 7 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის აქტივობის მაჩვენებელი სტატუსი
  • 2 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის პირობები
  • 21 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის ბარათები და ფორმები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები
  • 41გადასახადის გადამხდელის უფლებები
  • 38ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 22²გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშზე წვდომა
  • 22³ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 15ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶18²4341387 (და…2 (და…21 (დ…22²22³15411¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბიუჯეტო …საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ადმინისტრა…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026